თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. მისი განცხადებით, თქმით, დოკუმენტის შეფასებას მერია უახლოეს მომავალში წარადგენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„დაწყებულია მუშაობა. ექსპერტთა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი სპეციალისტებით უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში, როგორც კი დასრულდება შეფასება, ჩვენს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.
დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. რამდენიმე დღის წინ კი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმას არ იხდის, რადგანაც ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.