გორის მერიამ საერთაშორისო ფორუმის სტუმრების გამასპინძლებაზე 6 100 ლარი დახარჯა

918

გორის მერიამ საერთაშორისო ფორუმზე მოწვეული სტუმრების მასპინძლობისთვის 6 100 ლარი დახარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიაკა მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმის მიზანი ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება იყო. მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად, მერიამ მომსახურებისხელშეკრულება ი/მ ხათუნა გოცაძეს გაუფორმა. ოთხდღიანი ფორუმი გასულ წელს 18 დან 21 მაისას ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 5 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საერთაშოირო ფორუმი 2017 წელს ორჯერ მოეწყო. პირველი ფორუმი, რომლის თემა ,,ინოვაციები მუნიციპალიტეტის მართვაში“ იყო, გასული წლის თებერვალში გაიმართა.