თბილისის მერიისა და კომპანია „სიტი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ მოლაპარაკება 14:00 საათზე დაიწყება.
14 მარტს სიტი პარკში განაცხადეს, რომ მერიასთან დიალოგისთვის მზად არიან. ამასთან, კომპანია სამართლებრივი გზით ბრძოლის შესახებაც საუბრობდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ ვაკანტურია შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების მწარმოებლის, ადმინისტრაციული სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საზახინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების და ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსების პოზიციები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
„შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი დასაქმდება შრომითი ხელშეკრულებით და საჭიროა...
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობი განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვივნენ.
თელავის უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ, ახალი კოლეჯი განთავსდება,...
წინა სტატია
საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის გასავლელად სამზადისი უკვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიაზაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, დღეს უკვე რამდენიმე ბაღის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გორის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, სადაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს რამდენიმე ოჯახი შეასახლეს.
საქართველოს მთავრობამ ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი 5 მთავარი რეგლამენტიდან, ოთხი უკვე დაამტკიცა.
იხილეთ ვრცლად "იმედის დღის" მიერ მომზადებული სიუჟეტი.
https://www.youtube.com/watch?v=u78GzNOMIjc&feature=youtu.be
გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის...
წინა სტატია
საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "მამისონი" განახორციელებს, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH გასწევს. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს გზის პროექტირებასაც.
როგორც droa.ge-ს IGH-ში განუცხადეს, პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მარშრუტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი, რათა ერთდროულად დაპროექტდეს რამდენიმე მონაკვეთი და...
თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის სამი თვის ანგარიში განიხილეს. ანგარიში სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებაზე, ახალ სერვისებსა და პროექტებზე, რომლის დანერგვასა და განხორციელებას სააგენტო ახლო მომავალში გეგმავს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ...
მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა გაეზარდოთ. კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომოტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"იზრდება სანქცია, იყო ჩვეულებრივ 10 ლარი და გახდება 50 ლარი, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არასწორი პარკირება, ეს არის მოძრაობის შეფერხება და ავტობუსებისა და მარშუტკებისთვის, რომლებიც იქ უნდა გაჩერდნენ, ხელის შეშლა", - აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი კახა კუჭავა.
ამავე საკანონმდებლო პაკეტში საუბარია...
ადიგენში დააჯარიმეს კომპანია, რომელიც სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღს არემონტებდა. კომპანიას ჯარიმა რემონტის დასრულებამდე გამოვლენილი ხარვეზების გამო დააკისრეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისთვის, მერიამ ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანია, შპს „მშენებელი 2013“– ს ხელშეკრულება ამავე წლის 10 სექტემბერს გაუფორმა.
კომპანიას შენობის გარე და შიდა კედლების შეკეთება, ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, იატაკის დაგება, სველი წერტილების, ელექტროგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის...
იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ადიგენში, სოფელ მოხეში, საბავშვო ბაღი აშენდება. დაწესებულებაში მიმდებარე რვა სოფლის ბავშვები ივლიან. პროექტს World Vision–საქართველო განახორციელებს. ამ პროექტისთვის საელჩოს 66’395 აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მოხეში 340 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა მუსლიმია. სოფელში ბაღი დაახლოებით ნახევარ საუკენეზე მეტია არ აქვთ. იაპონიის საელჩოს ცნობით, შედეგად, ბავშვების საბაზისო და განვითარების საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, რაც ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობას და...
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში პროექტი „სერვის პლიუსი“ ინერგება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გვანცელაძის თქმით, პროექტი ითვალისწინებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურების დანერგვას ბაღების მართვის სააგენტოში ქოლცენტრის ფუნქციონირების გზით.
კერძოდ, ნებისმიერ პირს, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სააგენტოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის პირს, სასურველი ინფორმაციისა და მომსახურების მისაღებად. ქოლცენტრი სპეციალური სერვერის საშუალებით უზრუნველყოფს შემოსული ზარების ჩაწერასა და ერთი თვის განმავლობაში...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებას აპროტესტებს. საკრებულოს უმცირესობის წევრები პარლამენტში მივიდნენ, სადაც ტაქსების აღრიცხვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ წუთებში პირველი მოსმენით მსჯელობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"მთავარი ამოცანა ამ კანონპროექტისა მდგომარეობს შემდეგში, რომ ქალაქში ტაქსისტებისთვის დაწესდეს ახალი გადასახადი. ცალსახად გვეუბნება ეს კანონპროექტი, რომ ლიცენზირება იქნება ფასიანი, თუკი თავიდან ეღირება x თანხა, რაღაც პერიოდის შემდეგ 2x ეღირება, ანუ კიდევ უფრო გაძვირდება. შესაბამისად...
ბორჯომში, თორის ქუჩაზე მცხოვრები ათი ოჯახი, ბორჯომის მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს. მათი განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია , მათი საცხოვრებელი ბინები კი ავარიული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გასული წლის მაისში, მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა, ეს ოჯახები დააზარალა კიდეც. მაშინ მერიას სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, 65 000 ლარი დასჭირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, ორ ოჯახს კომპენსაცია მისცა, ერთი კი ქირით გაიყვანა და დღემდე უხდის ყოველთვიურ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფხვენისში, ქვემო ხვითსა და ორთაშენში საბავშვო ბაღები ოფიციალურად გარემონტებულია, მაგრამ არ ფუნქციონირებს. მათ საზეიმო ვითარებაში გახსნას გორის გამგებელი დავით ონიაშვილი 2017 წელში აპირებდა. თუმცა, ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მშობლების ნაწილმა ამის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
მოსახლეობა ამბობდა, რომ ვიდრე შენობებში გათბობა არ იქნებოდა, ბავშვების იქ წაყვანას არ აპირებდნენ. იმ პერიოდში გამგებელი დავით...
მარნეულში საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა, სადაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა 2017 წლის ბიუჯეტი შეაჯამა. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს.
"ბიუჯეტში შემოსავლების გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 96% -ით მოხდა. რა თქმა უნდა, 100% კარგი იქნებოდა, თუმცა, მთავრია, რომ 90%-ზე მეტი გადავლახეთ. დიდი დარტყმა მივიღეთ აუქციონის წესით რომ გვქონდა გათვალისწინებული 448 000 ლარი . ფაქტობრივად იქედან ნახევარზე მეტი არ შესრულდა,...
წინა სტატია
იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ქუთაისსა და წყალტუბოში, ვანსა და ბაღდათში კი საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მუშავდება ხონის, სამტრედიის, თერჯოლისა და ზესტაფონის მონაცემები. საველე სამუშაოები ასევე დაგეგმილია ხარაგაულში, ტყიბულში, ჭიათურასა და საჩხერეში. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ...
წინა სტატია
დედოფლისწყაროს გამგეობამ, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, კომპანიებს 436 ათასი ლარი კანონდარღვევით, მიმწოდებლების მიერ გაწეული ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის გარეშე აუნაზღაურა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, დადებულია 19 ხელშეკრულება, ღირებულებით 482.3 ათასი ლარი. კერძოდ, 2015 წელს 18 ხელშეკრულება - ღირებულებით 476.3 ათასი ლარი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































