დღეს თბილისის მერიაში სიტი პარკის წარმომადგენლებს შეხვდებიან

758

თბილისის მერიისა და კომპანია „სიტი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ მოლაპარაკება 14:00 საათზე დაიწყება.

14 მარტს სიტი პარკში განაცხადეს, რომ მერიასთან დიალოგისთვის მზად არიან. ამასთან, კომპანია სამართლებრივი გზით ბრძოლის შესახებაც საუბრობდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.