გურჯაანის მერიამ დამატებით ხუთ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

572

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ ვაკანტურია შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების მწარმოებლის, ადმინისტრაციული სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საზახინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების და ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსების პოზიციები. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

„შესყიდვების საკითხებში ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი დასაქმდება შრომითი ხელშეკრულებით და საჭიროა მინიმუმ სრული ზოგადი განათლება. ამ ვაკანტურ თანამდებობაზე მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დანარჩენ პოზიციებზე დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება კი სხვადასხვაა. მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების მწარმოებლის ვაკანსიაზე იქნება გამარტივებული კონკურსი, ხოლო დანარჩენ თანამდებობებზე ღია კონკურსი ჩატარდება“, -თქვა გურჯაანის მერიის თანამშრომელმა, მაია ლალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 22 მარტამდე გაგრძელდება.