ბაგა-ბაღების სააგენტოში ერთი ფანჯრის პრინციპით ქოლცენტრი იმუშავებს

696

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში პროექტი „სერვის პლიუსი“ ინერგება. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

გვანცელაძის თქმით, პროექტი ითვალისწინებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურების დანერგვას ბაღების მართვის სააგენტოში ქოლცენტრის ფუნქციონირების გზით.

კერძოდ, ნებისმიერ პირს, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სააგენტოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის პირს, სასურველი ინფორმაციისა და მომსახურების მისაღებად. ქოლცენტრი სპეციალური სერვერის საშუალებით უზრუნველყოფს შემოსული ზარების ჩაწერასა და ერთი თვის განმავლობაში მათ შენახვას.

ადამიანური და შრომითი რესურსის დაზოგვის მიზნით, ქოლცენტრს ექნება ავტომოპასუხე, რომელიც თითოეულ ზარს 9 სამსახურიდან სასურველთან გადაამისამართებს შიდა ნომრების მეშვეობით.

ყოველკვირეულად მოხდება შემოსული ზარების მონიტორინგი, საკითხების სისტემატიზაცია პრობლემათა და საჭიროებათა სტატისტიკური მომზადების მიზნით.