საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა №15-ისა და გამრეკელის ქუჩა №2-ის მიმდებარე ტერიტორიებზე, სკვერის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საბურთალოს გამგეობა ავრცელებს.
ამ დროისთვის, ამ ტერიტორიაზე ბორდიური ეწყობა. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.
ისნის რაიონის გამგეობამ აქცია "გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირის N29დ კორპუსის მიმდებარედ გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამწვანების უახლესი სტანდარტების შესაბამისად, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო.
ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სკვერის მოწყობა, სადაც სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელი ადაპტირდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ადამიანი ცხოვრობს.
„მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ, სადაც ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან კარგი და...
თბილისში, ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში, რომელიც 240 ადგილზეა გათვლილი, 122 ადამიანი ცხოვრობს. თავშესაფრის ბინადრები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მედიკამენტებს, მათ 5 სოციალური მუშაკი ემსახურება, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქოლოგიც. ინფორმაციას allnews.ge თბილისის მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
ადამიანს მიუსაფართა თავშესაფარში დარჩენა 18 თვის განმავლობაში შეუძლია. თავშესაფრის მცხოვრებლები ორჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილები, რაც დღეში 2 800 კილოკალორიას გულისხმობს.
თბილისის მერიის წარმომადგენლის...
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ერთკვირიანი მივლინება გერმანიაში ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ "ნიუპრესი" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ასევე იყო ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, მისი ვიზიტი ბიუჯეტს 4 415 ლარი დაუჯდა.
ამავე მივლინებაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი, ვიცემერი, ბაღდათის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და სხვა პირები, თუმცა, რა თანხა დაუჯდა მათი ვიზიტი...
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმდინარე წელს მივლინებაში ორჯერ გაემგზავრა. პირველად ის 11-16 თებერვალს ისრაელში მერების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად წავიდა. მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 1066.77 ლარი გაიხარჯა.
გიორგი ჭიღვარია 5-12 მარტს მივლინებით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იმერეთის დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე იმყოფებოდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 169, 66 ლარი გაიხარჯა.
გამოცემა "ნიუპრესის" ცნობით, ამდენივე დაიხარჯა ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის მივლინებაზე. ჯამში, საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 10, 339....
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის, მაშრიჭალას უბნის მცხოვრებლები ნენსკრაჰესის მშენებლობის გამო ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქციაც გამართეს. ისინი არ ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას, თუმცა ამბობენ, რომ ტერიტორია სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მათი წინაპრების საკუთრებაა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჭუბერის თემში ნინო ვიბლიანმა თქვა, რომ მსგავსი მოთხოვნით მაშრიჭალელებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მანამდე არ მიუმართავთ. მისი თქმით, თუკი იქნება მომართვა მათი მხრიდან, საკითხს...
ცნობილმა გორელმა ბიზნესმენებმა ზაურ საგანელიძემ და ზურაბ წკრიალაშვილმა ,,გორის აღორძინების ფონდი“ 2018 წლის 12 მარტს დააფუძნეს. დამფუძნებლებს შორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძეა ,,ევროპული საქართველოდან“. რაც შეეხება მეოთხე დამფუძნებელს, ის 22 წლის ვახტანგ საბანაძეა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
"ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე, დეტალურად ვისაუბრებთ იმ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას და მედიას აუცილებლად დავპატიჟებთ,“ - თქვა კახა ბურჯანაძემ.
ფონდის...
ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის ეზოში აღმოჩენილი მე–18 – მე19 საუკუნის შენობის კედლები წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კუტლურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად გადაწყვიტა, რომ სამცხე–ჯავახეთის არქივი ისევ ამ ადგილზე აშენდება, თუმცა ამისთვის შენობის პროექტი შეიცვლება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლაზე უკვე მუშაობენ. გადაკეთებული პროექტი კი ისეთი...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კაბალის ხევზე დამცავ გაბიონებს აწყობენ. სოფელი გიორგეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველ გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად მდინარე კაბალი დიდდება და დამცავ მიწაყრილს არღვევს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"მდინარე კაბალი როცა დიდდება, წლების მანძილზე ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს, სახნავ-სათეს სავარგულებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს და საფრთხეს გვიქმნის. არაერთხელ დაუტბორია უკვე დათესილი ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები", - თქვა ადგილობრივმა მოსახლეომ გია რეხვიაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის...
თბილისში, ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბანში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16, მე-12 კორპუსებთან და სოფელ თხინვალაში, აბულაძის I შესახვევში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე რაიონში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„თითოეული პროექტის განხორციელებამდე ყოველთვის ვცდილობთ,...
16 მარტს, ქალაქ რუსთავში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უნფორმაციას IDFI ავრცელებს.
შეხვედრა საპარლამენტო ღიაობის კუთხით საქართველოს მიღწევებს და სამოქმედო გეგმის ახალი ვალდებულებების შემუშავებას ეძღვნებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.
ღია პარლამენტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები 15 მარტს დაიწყო, მოიცავს საქართველოს მასშტაბით 9 ქალაქს და დასრულდება 2 აპრილს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მაია მახაჭაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავა მოუგო ქ.თბილისის 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღს. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
სასამართლომ მაია მახაჭაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. მოპასუხე მხარეს დაევალა მახაჭაშვილის სამსახურში აღდგენა და განაცდურის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება.
მაია მახაჭაშვილი წლების განმავლობაში 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობდა. თუმცა, 2016 წლის ივნისში იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის...
წინა სტატია
„უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის" თაობაზე, ზუგდიდის მერიაში შექმნილი კომისია სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე ჩართვის მსურველთა განცხადებებს ადგილზე ამოწმებს.
კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან შემოსული განცხადებები ორსანტიას, ჭითაწყარის, აბასთუმანის, ხეცერას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის, ჭკადუაშის, ზედაეწერის, ჩხორიას, ტყაიასა და რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში...
15 მარტს, ქალაქ თელავში, დაიწყო საინფორმაციო კამპანია პარლამენტის ღიაობის შესახებ, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს პარლამენტია, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და IDFI-ის მხარდაჭერით. ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
კამპანია გულისხმობს შეხვედრების გამართვას ადგილობრივი თვითმმართველობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, ახალგაზრდებსა და მედიასთან, რათა გააცნოს მათ ღია პარლამენტის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები და მიიღოს წინადადებები მომდევნო გეგმისთვის.
საინფორმაციო კამპანია 2018 წლის 2 აპრილამდე გაგრძელდება....
ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლიდან სულ 6 სკოლაა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიით აღჭურვილი. ქედის რესურსცენტრის უფროსის დურმიშხან შავიშვილის თქმით, მომავალ წელს შესაძლოა კიდვ ორი სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიით. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
სკოლებში, ლაბორატორიის აუცილებლობაზე მოსწავლეები და მათი მშობლებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, როდესაც სკოლაში ლაბორატორიაა და მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა შეუძლია, ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































