პარლამენტის ღიაობის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

685

15 მარტს, ქალაქ თელავში, დაიწყო საინფორმაციო კამპანია პარლამენტის ღიაობის შესახებ, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს პარლამენტია, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და IDFI-ის მხარდაჭერით. ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

კამპანია გულისხმობს შეხვედრების გამართვას ადგილობრივი თვითმმართველობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, ახალგაზრდებსა და მედიასთან, რათა გააცნოს მათ ღია პარლამენტის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები და მიიღოს წინადადებები მომდევნო გეგმისთვის.

საინფორმაციო კამპანია 2018 წლის 2 აპრილამდე გაგრძელდება. შეხვედრები ჩატარდება რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში.