თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა ადგილობრივებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს 100 დღის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მან განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მერის უფლებამოსილების შესრულება დაიწყო, ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, გარევაჭრობა აიკრძალა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
"გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 22 595 510 ლარით განისაზღვრება,...
კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია, კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს აგრძელებს.
სამუშაოები ამჟამად სოფელ გარიყულაში მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ალიონი“ ახორციელბს.
მაგისტრალის დასრულების და ბუნებრივი აირის მიღების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება.
საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, უკვე განახორციელა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები.
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლები, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანის დროს ავტომანქანები ჩამოართვეს საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლები ჯერ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები საქმეების სწრაფად გამოძიებას და კუთვნილი ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც თვეებია ჩამორთმეული აქვთ. აქციას ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა, რომლის წევრებიც თბილისიდან ჩავიდნენ.
სამხარეო აქციასთან შეკრებილები მეგაფონებით მიმართავდნენ ადგილობრივი ხელისუფლების...
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "აჭარის ტელევიზიის" ცნობით, ცენტრთან მისასვლელი გზა წლების წინ ჩამოსულმა მეწყერმა დააზიანა. მოსახლეობა ამ დრომდე შემოვლითი გზით სარგებლობდა.
ჩახერგილი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოებისთვის გარკვეულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა გახდა საჭირო. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ხეების აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით გაიჩეხა.
წინა სტატია
სახელმწიფო აუდისტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის მერიამ "შრომის ანაზღაურების" მუხლით 5,092,753 ლარის საკასო ხარჯი გასწია, საიდანაც თანამდებობრივი სარგო - 2,893,715 ლარს, პრემია - 881,781 ლარს, ხოლო დანამატი 1,317,257 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, 2016 წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ 263,749 ლარი შეადგინა, რაც, უწყების ცნობით, "შრომის ანაზღაურების" მუხლით გაწეული ხარჯების 5.2%-ია.
როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს...
წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ბათუმის მერია, 2016 წელს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 62 ავტომანქანის გარდა, საწვავს 42 თანამშრომლის ავტომანქანებზეც ხარჯავდა. უწყების ცნობით, ეს ავტომანქანები არ ირიცხებოდა მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და იმყოფებოდა მერიის საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში/მფლობელობაში. როგორც ირკვევა, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 38,773 ლარის ღირებულების 28,435 ლიტრი საწვავია გაცემული.
თავად მერიის ბალანსზე კი 62 ავტომანქანაა, ჯამური საბალანსო ღირებულებით - 160,455 ლარი. აუდიტის სამსახურის...
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით სამუშაო შეხვედრაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა, აპარატის წარმომადგენელმა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებმა ადგილობრივი მოსაკრებლების რეგულირების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტები განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორის დასუფთავების და სათამოშო ბიზნესის მოსაკრებლების დადგენასა და გაანგარიშების წესს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ განმარტა, სამუშაო შეხვედრაზე ადგილობრივი მოსაკრებელების რეგულირების საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი...
როგორ მოგვეწოდება წყალი და როგორ გავუფრთხილდეთ მას - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 3D ვიდეო გაავრცელა.
"წყალი გრძელ გზას გადის ბუნებრივი წყალსაცავებიდან თითოეული სახლის ონკანამდე. ეს გზა მნიშვნელოვან ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, წყალი ძვირფასი რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის ბუნებრივი რესურსით, მნიშვნელოვანია, მისი რაციონალურად გამოყენება. როდესაც ონკანს...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს - შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა საჭირო ინვენტარი გადასცა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგიდები და სკამები გადაეცათ, რომელიც სტანდარტების შესაბამისად ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შერჩეული. ასევე, ყველა ჯგუფს გადაეცა გამყოფი თაროები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია „world vision“- ს აქტიური...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი და ბიბლიოთეკა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 26 მარტამდე გაგრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
უწყების ინფორმაციით, ახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები....
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებით დაინტერესდა. 2017 წელს ორგანიზაციამ ავტონომიური მთავრობის მიერ 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის შესწავლა განსაკუთრებით საყურადღებოა კორუფციის რისკების და პროცესის გამჭვირვალობის შესაფასებლად.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი...
წინა სტატია
ფოთში მდინარე რიონზე არსებულ ჰიდრონაგებობას რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მდინარე რიონზე არსებული ჰიდრონაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში 1959 წლიდან შევიდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში 2017 წლის დეკემბრიდან გადაეცა.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირდება ისინი გახსნილ...
ეტლით მოსარგებლე ადამიანებს, ან დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანებს უკვე შეუძლიათ Google-ის გაუმჯობესებული რუკით სარგებლობა. კერძოდ, Google-მა რუკაზე დაამატა ის მარშრუტები, რომლებიც ასეთი ადამიანებისთვის ადაპტირებულია.
ამ ადამიანებს Google Maps-ის დახმარებით, შეუძლიათ ნახონ მათთვის ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი და სქემა.
https://www.youtube.com/watch?v=ehyhFyKXwjc
სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ნიუ-იორკში, ბოსტონში, მეხიკოში, სიდნეიში, ლონდონსა და ტოკიოში.
Google იმედოვნებს, რომ სატრანსპორტო კომპანიები და ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებები, მთელი...
ნაძალადევის რაიონში, ჯავის მე-3 შესახვევში ძირითად ნაწილზე ორი ფენა ასფალტი, მცირე ნაწილზე კი - ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.
გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ჯავის მე-3 შესახვევში წყალსადენის მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ასევე, გზა ფრაგმენტულად კეთდება სააკაძის ქუჩაზე, დადიანის მე-2 მ/რ-ის მე-2 კორპუსთან. აღნიშნულ მისამართზე ამ ეტაპზე ასფალტის ძველი ფენა იხსნება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ბორდიური მოეწყობა,...
მთაწმინდის გამგეობა ყიფიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გამგეობის ცნობით, კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის ეწყობა. ასევე წესრიგში მოყავთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































