თელავის მერის განცხადებით, 2018 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ოცდაათამდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ,,წელს 6 სოფელში ვაპირებთ შიდა საუბნო გზის მოასფალტებას, რომლის საერთო ღირებულებაა 1 მილიონ 930 000 ლარი. 2 სოფელში გათვალისწინებულია ცენტრალური გზის მოასფალტება, რომელზეც 600 000 ლარი დაიხარჯება, 6 სოფელში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების...
"კორპორაცია ქინძმარაული" ყვარელში, კერძოდ, დურუჯის ხეობაში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კომპანიის გენერალური დირექტორი, ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ 40 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 2 წელში დასრულდება. "ვაშენებთ მეორე სასტუმროს, ადგილი უკვე შეძენილია, პროექტიც კეთდება, მას ჰოლანდიელი სპეციალისტები ამზადებენ. ეს იქნება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, 40 ნომრით და „რეზორტთან“ მიახლოვებული. იქ განთავსდება სპა-საუნა, საცურაო აუზი, საბანკეტო დარბაზი, სათამაშო მოედნები და სხვა, სასტუმროს ინფრასტრუქტურა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე დასასვენებელი სკვერისა და შალიკაშვილების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „კარკასი“ გამოვლინდა. სარემონტო სამუშაოებისთვის 263 850 ლარია გამოყოფილი. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროექტის შედგენასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამუშაო ტიპის შეხვედრა მიმდინარეობს. ,,ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გვაქვს სამუშაო ტიპის შეხვედრა პროექტის შედგენასთან დაკავშირებით და ადგილზე ვმასპინძლობთ...
დღეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო და ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 150-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ხეები დარგეს. აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა შეუერთდა.
"ინდუსტრიული ქუთაისი" ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის თქმით, 1939-40 წლის "ინდუსტრიული ქუთაისი" წიგნად ბიბლიოგრაფიის განყოფილებამ ააწყო. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამავე გაზეთის მომდევნო წლების გამოცემების წიგნად აწყობაზე. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ჟურნალისტისა და ბიბლიოგრაფის ნანული ცხვედიანის განმარტებით, წიგნი განკუთვნილია ქუთაისის უახლესი წარსულის მკვლევრების, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის: "ეს არის გაზეთ "ქუთაისის" წინამორბედი...
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მეწარმეებისათვის, ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში 23 მარტს, უფასო ტრენინგები ჩატარდება. ამის შესახებ Facebook-ზე ღონისძიებაც არის დააანონსებული. ტრენინგს წარუძღვებიან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა საერთაშორისო პლატფორმების შესახებ, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრის დასრულების შემდეგ,მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც შძლებენ...
2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა. ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.  ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა. 2018 წელს, აჭარის...
ხონში კიდევ 2 ახალი პროექტი განხორციელდება, რომლის პრეზენტაციას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანასა და პარტნიორი ორგანიზაცია თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციცია „იმერეთი“, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხონში 2 პროექტს განახორციელებს. ქალაქ ხონში, ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა იმერული ეზო და მუზეუმის მეორე სართულზე ექსპონატებისთცვის დაიდგმება სპეციალური სტელაჟები, ხოლო სოფელ გორდში წინასწარ შერჩეულ ადგილას...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლა შენდება. სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძემ ხულოს რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. მათ სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაც მოინახულეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სოფელ ტუნაძეებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლი წლის დაწყებამდე დასრულდება. 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ხულოსა...
ხონის მუნიციპალიტეტში, რწყვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მზადება დაიწყო. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამჟამად იწმინდება ქარჩხაბის მაგისტრალური არხი, რომელიც ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ემსახურება. იწმინდება ასევე აღნიშნული არხიდან გამომავალი მეორე რიგის გამანაწილებლები, რომლებიც სანიაღვრე ფუნქციასაც ასრულებს. ხონის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80 ჰექტარი ფართობის მორწყვა იქნება შესაძლებელი და მოსახლეობას, რომელსაც დატბორვის საფრთხე ემუქრებოდა პრობლემა მოუგვარდება.  „დიდი ხანია ადგილობრივებს სარწყავი სისტემის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი სასოფლო გზა მობეტონდება. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება, დღეს, გააფორმა. სოფელ მარელისში ორი უბნის კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი 1 740 მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 852 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 5%-ს შეადგენს. გზის მობეტონება სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების აღსრულების ნაწილი გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ჩვენ აღსრულების ნაწილში უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ. ეს ისევე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ხდება", - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას დედაქალაქში მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების ვერ გავლის შესახებ. კალაძის თქმით, ასეთი...
წინა სტატია თუ არის აუცილებლობა, რომ ბიბლიოთეკართა გამოცდებმა გადაიწიოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „არ ვიცი, ქალბატონი სოფიო ხუნწარია ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. თუ არის იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ გამოცდებმა გადაიწიოს, აქ საგანგაშოს და რაიმე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ",- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილი გამოცდების წლის ბოლომდე გადადებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკის...
წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. მერის განცხადებით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და ათეული წლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ადაპტირდება, როგორც ,,სამგურალის'' ამჟამინდელი ლიგის, ასევე უმაღლესი ლიგის მატჩებზე. სტადიონზე კი, შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების გამართვაც. მისივე განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია სიტი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, "გადაწყვეტილება უკვე მიღებულია". მერი ასე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების მიმართვას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია", - განაცხადა კალაძემ. სასამართლო დავების დასრულებამდე, სიტი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. სოფელ ნაგარევში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში დღეს 24 ოჯახი ჩაერთო. გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და შემდეგ ეტაპზე განხორციელდება ნაგარევის 116, ჭალასთავში მცხოვრები 75 და ბროლისქედში მცხოვრები 96 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ