ხონში კიდევ 2 ახალი პროექტი განხორციელდება, რომლის პრეზენტაციას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანასა და პარტნიორი ორგანიზაცია თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციცია „იმერეთი“, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხონში 2 პროექტს განახორციელებს.
ქალაქ ხონში, ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა იმერული ეზო და მუზეუმის მეორე სართულზე ექსპონატებისთცვის დაიდგმება სპეციალური სტელაჟები, ხოლო სოფელ გორდში წინასწარ შერჩეულ ადგილას მოეწყობა ბილიკები და დაიდგმება 4 ფანჩატური.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად ორივე ლოკაცია უფრო მეტად მიმზიდველი და კომფორტული იქნება ტურისტებისთვის