ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძებში ახალი სკოლა შენდება. სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძემ ხულოს რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. მათ სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაც მოინახულეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სოფელ ტუნაძეებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლი წლის დაწყებამდე დასრულდება.
2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს,ასევე, დასრულდება ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობა.