მარნეულის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ნაწილი გაიყიდა, ნაწილის შესყიდვაზე და შეკეთებაზე კი, ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტობილები, რომელებიც ადგილობრივ თვითმმართველობას ემსახურებოდა აუქციონის წესით გაიყიდა.
მარნეულის მუნიცალიტეტის საკუთრებაში არსებული 55 მანქანიდან 26 აუქციონზე გავიდა, საიდანაც 24 გაყიდულია. გასაყიდად გატანილი ავტომობილები გამოიყენებოდა, სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და ასევე, მერის წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მარნეულის...
პარკირების სისტემის გამართულად მუშაობისთვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 3.7 მლნ ლარი დაუჯდება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
კომპანიამ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოს მიერ აღნიშნული მიმართვის განხილვის საბოლოო თარიღი 27 მარტია.
კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს: 280-280 ცალი - პერანგის (მოკლესახელოებიანი და გრძელსახელოებიანი); 140-140 შარვლის (ზამთარი,ზაფხული); ასევე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის, მარნეულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა 27 118 ლარია. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მერიის ავტომობილებს უნდა შეუცვალოს ან შეაკეთოს ნაწილები, ჩაუტაროს დიაგნოსტიკა, შეცვალოს ავტომობილის ზეთი და ა.შ.
ტენდერის წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდება. ტენდერის ხარჯები დაიფარება 2018 წლის ბიუჯეტიდან.
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 27 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო.
კომპანიის ცნობით, ივერთუბნის დასახლებაში 27 კილომეტრი სიგრძის წყალმომარეგბის ახალი სისტემა მოაწყო, სადაც კომპანიას ამ დრომდე აბონენტები არ ჰყავდა. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები დაამონტაჟა. ახლად მოწყობილი ქსელი დღეს, დილიდან, ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ,...
მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
1800 კბმ-იანი რეზერვუარი მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს და ჯამში 5000-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალ ქსელში ჩაერთვება.
რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას შპს „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს.
რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს.
მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის...
წინა სტატია
თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია რამდენიმე საათის წინ დაიძაბა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. დილიდან საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები საკრებულოს...
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაგეგმილია საბიუჯეტო ცვლილების ინიცირება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე დაგეგმილია შემდეგი ახალი პროგრამების განხორციელება:
დაგეგმილია საბავშვო ბაღის აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების დამატებით ზრდა ახალი სასწავლო წლიდან თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე (აღსანიშნავია, რომ...
წინა სტატია
გუდაურში საბაგიროს დაზიანებასთან დაკავშირებით ორი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საქმე დადგა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის განცხადებით, საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
"მომმართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში...
გორში მდებარე ოკუპაციის მუზეუმში ოკუპაციასა და მის შედეგებზე იმსჯელეს. დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და გუბერნატორმა დაათვალიერეს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
სლოვაკეთის ელჩმა, სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი თაობის სწრორად ინფორმირებულობისთვის მუზეუმის არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია.
გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით კი ოკუპაციის ამსახველი ბანერების ფონზე, აქ ინტენსიური ლექცია-სემინარების კურსი მოეწყობა და ეს სივრცე ამ მიმართულებით მუდმივი დატვირთვით იმუშაშავებს.
ოკუპაციის...
2016 წელს, ძლიერი წვიმისგან დაზარალებულ კატიანების ოჯახს, რომელიც ხმალაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, მერია ოჯახს სამშენებლო მასალებით დახმარებას სთავაზობს, თუმცა კატიანები შეთავაზებას არ თანხმდებიან. დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს მასალები მათი სახურავის შეკეთებას არ ჰყოფნის. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
“ყოველი წვიმის დროს სახლის ყველა ოთახი სველდება, მეტი ნესტისაგან კედლებიც დაიბზარა. ერთხელ, წვიმის დროს, სახლში წყალი ჩამოვიდა, ტელევიზორი და კომპიუტერი დასველდა და...
საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ფოთში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე, პროექტის დეტალებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს.
თავმჯდომარემ ფოთსა და ოსტამარს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2007 წლიდან შვედეთის სამეფოს ქალაქ ოსტამარის...
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს ათი თანაგუნდელიდან მხოლოდ ორი გაემიჯნა. დანარჩენები ფიქრობენ, რომ "პატრიოტები" "ქართულ ოცნებას" გაურიგდნენ. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ ორი დეპუტატის - ტატიანა მარტინენკოსა და მამუკა ლურსმანაშვილის ინიციატივა თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ, მათი თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„გაოგნებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს მოიფიქრებდნენ. ფაქტია, რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც უნდა იყოს,...
წყლის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მდინარეების ნაპირები დაასუფთავეს.
აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. სამივე მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ინიციატივით განხორცილედა.
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის ქალაქ ჟოდინოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ორმხრივ შეთანხმებას ხელი რუსთავის მერის მოადგილემ, დავით კეკელიძემ და ჟოდინოს საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, იური შარიმ მოაწერეს.
მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი ,,ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ...
თელავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრება. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვენ. სხომაზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე აცხადებს, ოპოზიციონერები დღის წესრიგს არღვევენ და სხდომის ჩაშლას ცდილობენ, რის გამოც დღის წესრიგის შეცვლა ვერ ხერხდება. არჩილ თხლაშიძე საპატრულო პოლიციის გამოძახებას...
„სიტი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს. ლაჰავის თქმით, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































