ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 27 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო.
კომპანიის ცნობით, ივერთუბნის დასახლებაში 27 კილომეტრი სიგრძის წყალმომარეგბის ახალი სისტემა მოაწყო, სადაც კომპანიას ამ დრომდე აბონენტები არ ჰყავდა. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები დაამონტაჟა. ახლად მოწყობილი ქსელი დღეს, დილიდან, ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი, 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.