მარნეულის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ნაწილი გაიყიდა, ნაწილის შესყიდვაზე და შეკეთებაზე კი, ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტობილები, რომელებიც ადგილობრივ თვითმმართველობას ემსახურებოდა აუქციონის წესით გაიყიდა.
მარნეულის მუნიცალიტეტის საკუთრებაში არსებული 55 მანქანიდან 26 აუქციონზე გავიდა, საიდანაც 24 გაყიდულია. გასაყიდად გატანილი ავტომობილები გამოიყენებოდა, სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და ასევე, მერის წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მარნეულის მერის გადაწყვეტილებით კი 18-ვე მერის წარმომადგენელს მანქანა აღარ მოემსახურება. ხოლო, თვითმმართველობის სტრუქტურულ ერთეულებისთვის ავტომობილები განახლდება.
აღსანიშნავია, რომ გაყიდული მანქანები ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართავი და ამორტიზირებული იყო, რომელთა მოვლა-შენახვის ხარჯი, წელიწადში 70 000 ლარზე მეტს შეადგენდა.
გაყიდული მანქანებიდან შემოსული თანხით კი იგეგმება დაახლოებით 5 ავტომობილის შეძენა, რომელიც შედარებით ეკონომიურია და ამავდროულად ეკოლოგიური თვალსაზირისით ნაკლებად დააბინძურებს გარემოს.