გორში, ოკუპაციის მუზეუმმა დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა

951

გორში მდებარე ოკუპაციის მუზეუმში ოკუპაციასა და მის შედეგებზე იმსჯელეს. დიპლომატიური კორუსის წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და გუბერნატორმა დაათვალიერეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

სლოვაკეთის ელჩმა, სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი თაობის სწრორად ინფორმირებულობისთვის მუზეუმის არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია.

გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით კი ოკუპაციის ამსახველი ბანერების ფონზე, აქ ინტენსიური ლექცია-სემინარების კურსი მოეწყობა და ეს სივრცე ამ მიმართულებით მუდმივი დატვირთვით იმუშაშავებს.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ინიციატორი და ავტორი ორგანიზაცია ,,ქართლოსია“. მისი ხელმძღვანელის, მეგი ბიბილურის განმარტებით, ოკუპაციის მუზეუმი არა თუ რომელიმე მხარის პროპაგანდას ან ეთნოკონფლიქტს ასახავს, არამედ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტრური მასალა რუსეთის აგრესიასა და მის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე მიუთითებს.