ონაშვილის ქუჩა N9-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია-განახლება ბოლო ეტაპზეა. ამავე მისამართზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ისნის გამგეობა ავრცელებს. ვაზისუბნის დასახლების N8, N9, N10 და N10 ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2018 წლის მაისში დასრულდება. ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გლდანის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს. გზის რეაბილიტაციის პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ ფართობზე გზის საფარის კაპიტალურად კეთდება. მიმდინარე წელს, ექვს მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განვახორციელეთ, ხოლო ოთხ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წყალარინების გაწმენდითი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამ ეტაპისთვის მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადგილობრივი მაცხოვრებელი, თუმცა სულ 150-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 42 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროში საუკეთესო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადად გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წლის 13 აპრილი განსაზღვრა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №38 განკარგულების მიხედვით, პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეიცავდეს აღნიშნული თვითმმართველი ერთეულის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და მითოლოგიურ ნიშნებს. კონკურსის შედეგები 30 აპრილს გამოცხადდება. გამარჯვებული კონკურსანტი ჰონორარის სახით 700 ლარს მიიღებს. დაინტერესებულმა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანსა და ვანში უკვე დასრულდა გზის მოწყობის სამუშაოები და ჯამში 8 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, რომლის ღირებულებაც 1 490 742 ლარს შეადგენს. სოფელ ღარიხევში კი, დასრულების ეტაპზეა გზის დაგების პროცესი, სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარია გამოყოფილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 26 სოფლამდე მისასვლელი გზა გაკეთდა,...
წინა სტატია 2016 წელს ბათუმის მერიამ 1,430,342 ლარი ავანსად გადაურიცხა კომპანიას, რომლის გარანტორი ბანკიც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით უწყებამ გამოკვეთა. როგორც ირკვევა, მერია ავანსის სახით თანხას ურიცხავდა კომპანიას, რომელსაც არც სათანადო გამოცდილება ჰქონდა და ვერც სამუშაოებს ასრულებდა, რის გამოც, საბოლოოდ, მას კონტრაქტი...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის  მომსახურებაზე აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“  გაიმარჯვა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. თავშესაფარში გადაყვანილ...
მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - ჯანდარაში, ვახტანგისიში, ქესალოში და ნაზარლოში გზა მოწესრიგდება. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის მიხედვით მოასფალტდება გზის 10,43 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 597 729.14 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია სახელმწიფო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, წინადადებების მიღება 11 აპრილს დასრულდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და ყარაჯალარში გზის 8, 21 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის მიხედვით სოფელ სართიჭალაში 2,28 კმ, სოფელ აღთაკლიაში 1,92 კმ, ყარათაკლიაში 1,54 კმ, ხოლო ყარაჯალარში 2,47 კმ სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 282 890 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 16 აპრილს...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქალაქის პოლიციის სამმართველოში წუხელ მოწმეების დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსი და რამდენიმე დეპუტატი დაკითხეს. ინფორმაცაის IPN-ი ავრცელებს. ჩვენება ნაციონალების წევრმა დათა შელიამაც მისცა. „თითქმის ორი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსის მოყოლისგან, დაველოდოთ გამოძიებას“, -თქვა შელიამ. რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მონაწილე ბათლომე შელიას, ის ჯერ გამოძიებას არ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ტენდერი სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტების  საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, 21 მარტს გამოცხადდა. პროექტისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 30 მარტს დასრულდება. ასევე, 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი ქალაქ გარდაბანში, კერძოდ ლელაშხას დასახლებაში და სოფელ კრწანისში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, სადაც...
ურეკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, 2 ჰექტარი მიწის აუქციონის წესით გაყიდვა ადგილობრივი საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლის პედაგოგები სასამართლოს გზით აპირებენ აღნიშნული მიწის გაყიდვის კანონიერების დადგენას. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, სოფელ შრომის სკოლას ამავე სოფლის გამგეობამ 2004 წლის 4 იანვარს საჩუქრად გადასცა, დღეს კი ეს ტერიტორია გაყიდულია. სოფელ შრომის...
ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელებმა, ეკა ნინიძემ და ავთანდილ მექვაბიშვილმა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. კონკრეტულად, რა მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და გარდა სამსახურში აღდგენისა, სხვა რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს მერთან, ავთანდილ მევაბიშვილს ამაზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ეკა ნინიძეს, ის თავს უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ მერს სასამართლოს მოუგებს. დღეისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დამატებით, 200-მდე სანაგვე ურნა შეიძინა. მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე განმარტავს, რომ ახალი ნაგვის ურნები ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება და ისინი ამორტიზებულ ბუნკერებს ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები კონსტრუქციულად დასუფთავების მანქანების შესაბამისია. ქალაქს სულ 4 ნაგავმზიდი ემსახურება. დასუფთავების მანქანებს მყარი ნარჩენები ქალაქის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 2–ჯერ გააქვთ.
ქალაქში გარეგანათების სისტემები წესრიგდება. ცვლილებები განხორციელდება როგორც გეგმიური სამუშაოების მიხედვით, ასევე, ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ იწოდებული ინფორმაციის თანახმად. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს. "გარეგანათების ბოძების მოწესრიგება, თითქმის, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენ ცხელი ხაზიდან შემოსული ზარების მიხედვით ვანაწილებთ სამუშაოებს. განათების ბოძები შესაძლოა, რამდენიმე ტერიტორიაზე ერთდროულადაც შეიცვალოს", - ამბობს რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი მოდებაძე. აღსანიშნავია, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, გარეგანათების ნათურები შეიცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.
არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის შვიდ შტატში გაიტანს, მისი ღვინო უკვე წლებია ამერიკის ხუთ შტატში იყიდება, წელს კი საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა.ამის შესახებ მეღვინემ თავად ამბობს. ის ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლი სასმლის გასაყიდი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ