გლდანში, ჭრებალოს მეორე ჩიხში გზა კეთდება

986

გლდანის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ ფართობზე გზის საფარის კაპიტალურად კეთდება. მიმდინარე წელს, ექვს მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განვახორციელეთ, ხოლო ოთხ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ასევე, ლიბანის ქუჩაზე ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ხელშეწყობას მაქსიმალურად ვცდილობთ“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გლდანის რაიონის გამგებელი ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N27 კორპუსის მიმდებარედ, ფიტნეს ზონის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო.