გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროში საუკეთესო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადად გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წლის 13 აპრილი განსაზღვრა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №38 განკარგულების მიხედვით, პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეიცავდეს აღნიშნული თვითმმართველი ერთეულის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და მითოლოგიურ ნიშნებს.
კონკურსის შედეგები 30 აპრილს გამოცხადდება. გამარჯვებული კონკურსანტი ჰონორარის სახით 700 ლარს მიიღებს.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ საკრებულოში შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელიც წარმოდგენილ პროექტებს შორის საუკეთესოს შეარჩევს (ქ. გორი, სტალინის გამზირი №16; ტელ: 599 85 18 19;).
გასული წლის ნოემბერში განხორციელდა ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების ლიკვიდაცია და შეიქმნა ერთი თვითმმართველი ერთეული. ახლად შექმნილმა გორის მუნიციპალიტეტმა სიმბოლიკის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა.