გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გზა მოწესრიგდება

641

მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – ჯანდარაში, ვახტანგისიში, ქესალოში და ნაზარლოში გზა მოწესრიგდება. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით მოასფალტდება გზის 10,43 კილომეტრიანი მონაკვეთი.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 597 729.14 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე გამოცხადებულია სახელმწიფო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, წინადადებების მიღება 11 აპრილს დასრულდება.