რუსთავის მერიამ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ქალაქის შიდა ეზოებში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უსახური კონსტრუქციების ლიკვიდაციის სამუშაოები, დღეს მე-12 მიკრორაიონის #7,#8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა. უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თხოვნით, ამ კორპუსების მოსახლეობამ, ქალაქის მერს წინასაარჩევნოდ მიმართა. აღნიშნულ ტერიტორიზე, რუსთავის მერი საბავშვო გასართობი და მინი სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს. ასევე, მე-12 მიკრორაიონში, დასუფთავების მასშტაბური აქციაც გაიმართა,...
წინა სტატია "გაუმართლებელი ხარჯი", "ერთპიროვნული გადაწყვეტილება" და "ხიდის გაუპატიურება"- ასეთი შეფასებები გააკეთეს არასამთავროვბო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია"  წარმომადგენლებმა ბრიფინგზე, რომელიც პროექტთან დაკავშირებით გამართეს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. მათ ასევე გააპროტესტეს განხილვისა და კონკურსის გარეშე "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ორგანიზაციის წევრებს მიუღებლად და უგემოვნოდ მიაჩნიათ პროექტი,  რომელიც მერიამ წარმოადგინა. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვა იმ სამუშაოსათვის, რომლის  არა თუ საჭიროება არსებობს,...
ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ინფრომაციას 1tv-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგიჩაიშვილია. კენჭისყრა ფარული იქნება და თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმაა საჭირო. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, საკრებულოს წევრები კიდევ ორ საკითხს, მერიის თანამშრომლების ხელფასებისა და ფრაქციების დარეგისტრირებას განიხილავენ. 28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“...
თბილისის გეგნეგმასთამ დაკავშირებით კახა კალაძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მანამდე კი თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კალაძე ბრიფინგს გამართავს. 27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო "ბილტმორში" გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა. გენგეგმაზე მუშაობა 2015...
ქუთაისში გამწვანების აქცია აქტიურ ფაზაში შევიდა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებ ქალაქ ქუთაისის მთელი მასშტაბით მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვა. 200 ძირი ემონიუსი დაირგო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე 400 ძირი ტუია განთავსდა უსაფრთხოების კუნძულებზე და ათეულობით კიპაროსის ხე დაირგო მუხნარის დასახლებაში. აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქცია ისევ გრძელდება და მომავალში ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობით პირადად დაინტერესდა და ადგილები მოინახულა. აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან ადგილზე ა(ა)იპ დასუფთავების სპეციალური სერვისების თანამშრომლები შევლენ და გადასასვლელებს დაასუფთავებენ. ამის შემდეგ კი, მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და ტერიტორია კაპიტალურად გარემონტდება.
დღეს დამტკიცებული ცვლილების შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტი ჯამში 437 ათას 200 ლარით გაიზარდა და 161 მილიონ 149 ათას 900 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერსა და მერიაში განხორციელებულ სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებულ ეკონომიებს...
ბათუმში ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიის მიერ ხარვეზით დამონტაჟებულ მოსაცდელებზე განმარტებები დღეს ლევან ფხაკაძემ გააკეთა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ვისოლ ჯგუფის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, არაადაპტირებულ მოსაცდელებზე ხარვეზის აღმოფხვრა უკვე დაწყებულია, ხოლო რაც შეეხება იმ კონსტრუქციებს, რომლებიც ტროტუარებს კეტავს, ლევან ფხაკაძის განმარტებით, მდგომარეობა შეიცვლება და გადაადგილების პრობლემა ტერიტორიაზე აღარ იქნება. დღესვე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას. შპს „ალმა“ ბათუმში დამატებით 50 ძველ მოსაცდელს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებლებს სასმელი წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ. ინფორმაციას ტელეკომპანია თრიალეთი ავრცელებს. ხიდისთავის მოსახლეობას უკვე სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ადგილობრივების განცხადებით წყლის მიწოდება გაუფრთხილებლად შეუწყვიტეს, რის გამოც წყლის მომარაგება ვერ მოასწრეს. მათი ნაწილი კი, წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდება, რაც ტრანსპორტის ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების ნაწილს სახელმწიფოსგან გათბობის 200-ლარიანი ვაუჩერები ჯერ არ მიუღია, ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრებლები აცხადებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ვაუჩერები, 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე 62 სოფლისთვის გაითვალისწინეს. ეს ის სოფლებია, სადაც გაზიფიცირება დასრულებულია. პროექტის ინიციატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. გორის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, - თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება 2020 წლიდან ექნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. „ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო...
სიღნაღის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოსახლეობასთან ერთად ესწრებიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი უნდა განიხილონ. მათ შორის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა. ოპოზიციონერები საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის საკითხს აპროტესტებენ და მოითხოვენ დღის წესრიგის შეცვლას. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” პროვოცირებას აპირებს და სესიის ჩატარების საშუალებას არ...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე მისი ანაზღაურება მედიის ყურადღების ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. როგორც აღმოჩნდა, ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრზე მეტ ანაზღაურებას იღებდა. რა ქონებით მოდის ცქიტიშვილი ახალ თანამდებობაზე, droa.ge-მ მისი 2018 წელს შევსებულ დეკლარაციას გადახედა.  ჭავჭავაძის გამზირზე ორას კვადრატულამდე ფართის ბინა და აქვე კომერციული ობიექტები, საჯარო სამსახურში ყოფნის დროს  ნაჩუქარი სახლი...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. წარმომადგენლობითის ორგანოს დეპუტატების უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის თქმით, საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და აქტიური მუშაობა იქნება. „გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითადი ამოცანები იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური...
თბილისის მერია 2018 წელს ძეგლებისა და მემორიალების ქალაქში დადგმაზე 500 000 ლარს დახარჯავს. მერია ამ მომსახურების პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე შესყიდვას გეგმავს და შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ელოდება. ინფორმაციას On.ge ავრცელებს. "შესყიდვის წინასწარ დაგეგმვას აფერხებს შესასყიდი ობიექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ხდება ძეგლისა და მემორიალური ობიექტის განთავსების დაკავშირება კონკრეტულ საიუბილეო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენასთან ან/და თარიღთან", - განმარტავენ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამ ეტაპზე დასრულებულია 15-მდე სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრი" ახორციელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის დავალებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ