ამბროლაურში სოფლებთან მისასვლელი გზები იწმინდება

688

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე დასრულებულია 15-მდე სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრი” ახორციელებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის დავალებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.