თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება 2020 წლიდან ექნება

812

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, – თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება 2020 წლიდან ექნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 ახალი ჭაბურღილის, 5 ახალი რეზრვუარის მშენებლობა, 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.