რამდენიმე დღეა ხიდისთავის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

948

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებლებს სასმელი წყალი რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ. ინფორმაციას ტელეკომპანია თრიალეთი ავრცელებს.

ხიდისთავის მოსახლეობას უკვე სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.

ადგილობრივების განცხადებით წყლის მიწოდება გაუფრთხილებლად შეუწყვიტეს, რის გამოც წყლის მომარაგება ვერ მოასწრეს. მათი ნაწილი კი, წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდება, რაც ტრანსპორტის ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას სასმელ წყალთან ერთად გაზიფიცირების პრობლემაც აქვს.

“გაზიფიცირება სოფელში უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, სოფელში მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, რის გამოც შეწყვეტილია სასმელი წყლის მიწოდება”, – განაცხადა  ხიდისთავის თემის წარმომადგენელმა