საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.
ირაკლი ქარსელაძე აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ზურაბ ალავიძემ მინისტრის თანამდებობა 30 მარტს დატოვა. ის მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.
გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია - "პატრიოტები ხალხის სამსახურში“ შეიქმნება. შესაბამის განკარგულებას გორის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო კომისია სწავლობს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრელებს.
ფრაქციის თავმჯდომარედ "პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი მოიაზრება, მოადგილედ დამოუკიდებელი დეპუტატი - მერაბ მახარაშვილი. ფრაქციის მესამე წევრი კახაბერ ედიშერაშვილი იქნება.
"პატრიოტები ხალხის სამსახურში“ გარდა, საკრებულოში კიდევ ხუთი ფრაქცია - ,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ფრაქცია ,,ევროპული შენება“; ,,ქართული ოცნება...
ახალი თანამშრომლების ასაყვანად, გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 307 ერთეულს შეადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, შტატგარეშედ დასაქმებული ადამიანების რიცხვმა 5%-ს არ უნდა გადააჭარბოს. დღევანდელი მდგომარეობით, მერიას შტატგარეშედ ამ რაოდენობის ადამიანები უკვე დასაქმებული ჰყავს. ამიტომ ის საკრებულოს მიმართავს თხოვნით, რომ გამონაკლისი დაუშვას და დამატებით 4 ადამიანის აყვანის ნებართვა მისცეს.
დღეის მდგომარეობით,...
წინა სტატია
ტელეკომპანია "რუსთავი 2" გორის, ახმეტა-თელავისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატების ბიზნესის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. გორს მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის, ოჯახის კომპანია იბოლიამ მარტში, დაახლოებით, 1,5 მილიონის ღირებულების 3 სხვადასხვა ტენდერი მოიგო.
ქართული ოცნების წევრის ოჯახის კომპანია შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების რჩეული კომპანიაა და სახელწიფო დაკვეთებსაც უმეტესად მას აძლევენ. მაგალითად, 7 მარტს ბიუჯეტიდან 0,5 მილიონი დეპუტატმა გორში სამების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო.
გარდა ამისა, ოფიციალური...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მილიონიანი პროექტის განხორციელების დროს, ერთ-ერთ უბანში წყლის მილები ჩასაყრელი დარჩათ. ამის გამო, ახალ კომპანიას დამატებითი სამუშაოების ჩატარება უწევს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
საქმე 2016-2017 წლებში ქვახვრელში მომუშავე შპს ,,არქიკულტურას" დაწყებულ საქმეს ეხება. სასმელი წყლის ახალი მილების გარეშე, დაახლოებით 10 ოჯახია დარჩა.
ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა" მუშაობდა....
რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებს, სამედიცინო წესით აღჭურვილი, ჯიპის ტიპის ახალი სპეცმანქანები გადაეცა.
ახალი მანქანებით აღიჭურვა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.
ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.
მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22 მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა...
რუსული სამშენებლო კომპანია შპს "ტექნოკომსპეცსტროი" თბილისის მერიას უჩივის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. საუბარია 2,7 მილიონიან ტენდერზე, რომლითაც ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაცია, ტენდერის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და "ტექნოკომსპეცსტროის“ დისკვალიფიკაცია მისცა. ამჟამად აღნიშნული ტენდერი შერჩევა/
შეფასების ეტაპზეა და კომისია მომდევნო კონკურსანტის "აგრომშენსერვისის“ დოკუმენტაციას სწავლობს.
რაც შეეხება რუსული...
თბილისის მერია დედაქალაქში მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციას იწყებს. მწვანე საფარის აღწერა 1983 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, შესაბამისად ზუსტად რამდენი კვ.მ გამწვანებული ფართი მოდის 1 სულ მოსახლეზე, უცნობია. ინფორმაციას bm.ge ავრეცელებს.
"წელს, გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით ვიწყებთ სატყეო ფართობების ინვენტარიზაციას, რათა შედგეს მართვის გეგმა, თუ როგორ უნდა განახლდეს თბილისში და მის გარსემო არსებული სატყეო ფართობები. ამის პარალელულად, ჩვენ ჩვენი რესურსით ვიწყებთ ურბანულ სივრცეებში...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც კალაძემ თქვა, დედაქალაქის მერიაში მისი მოსვლის დღიდან, უწყება "სითი ინსტიტუტი საქართველოსთან" გენგეგმის გაუმჯობესებაზე მუშაობდა.
"შეფასებისა და ანალიზის პროცესში ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომლებიც საჯაროდ რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ. შესაბამისად დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. სითი ინსტიტუტის...
წინა სტატია
"ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება და მას 40 ახალი ავტობუსი შეემატება, - ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ "საქმიანი დილის" ეთრში განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რამოდენიმე დღის უკან დამთავრდა ტენდერი, მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმს 40 ახალი ადაპტირებული, ევრო ხუთ დიზელზე მომუშავე...
ქალაქ ზუგდიდში ახალი გარეგანათების მონტაჟზე 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
სანათების მიწოდებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქში არსებული ძველი სანათები უნდა მოხსნას და ისინი, ახალი დიოდური სანათებით ჩაანაცვლოს. ძველი განათების დემონტაჟი კომპანიამ დაუზიანებლად უნდა მოახდინოს და ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.
დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 12 აპრილიდან უნდა წარადგინონ, სამონტაჟო სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.
ბათუმის შიდა აუდიტის სამსახურში ახალი განყოფილება იქმნება, რომელიც აუდიტის რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მონიტორინგს განახორციელებს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
"მაქსიმალურად გვაქვს ეს საკითხები აყვანილი კონტროლზე, რაც შეეხება ბათუმის მერიის ბალანსზე სხვადასხვა კერძო საკუთრების არსებობას, ეს არის წმინდა ბუღალტრული ნაწილი, უკვე დაწყებული გვაქვს ინვენტარიზაცია ამ ქონების, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებისა,...
"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქუთაისში ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც ქალისა და კაცის ტანსაცმელს შეკერავს.
საწარმო მუშაობას აპრილიდან დაიწყებს წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს. ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
სამუშაოები სოფელ გამარჯვებაში, მარტყოფში, ახალ სამგორსა და სართიჭალაში უნდა შესრულდეს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ სარეაბილიტაციო საქმიანობა ერთდროულად 3 ობიქტზე აწარმოოს. სატენდერო წინადადებების მიღება 13 აპრილიდან იწყება, სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ 2 თვეში უნდა დაასრულოს
ვაკეში შიდა კვარტალური გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არავინ ისურვა, რის გამოც მუნიციპალიტეტს ტენდერის ხელახლა გამოცხადება მოუწია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
1,9 მილიონი ლარის ტენდერში, რომელიც 1 თვის წინ გამოცხადდა, მონაწილეობა არავის მიუღია.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა ამჯერად 13 აპრილიდან შეეძლებათ. გამარჯვებულმა გზების, ქუჩების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის, ასევე ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთება უნდა უზრუნველყოს.
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ჯერ უნებართვოდ ჩაატარა, შემდეგ კი მისი გამოსწორება დაევალა, რისთვისაც ვადა აპრილის ბოლომდე მიეცა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მერიის გადაწყვეტილებით, თებერვალში თამარ მეფის #9-ში არსებული შენობა მოეწყო,შეიღება შენობის ფასადის სამი მხარე, გამოიცვალა ფანჯრები და დამონტაჟდა გარე განათება.
როგორც გამოცემა წერს, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქუთაისის მერიამ კი სხვისი საკუთრების რეაბილიტაცია ჩაატარა.ამასთან, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































