გორის საკრებულოში მეექვსე ფრაქცია ჩამოყალიბდება

762

გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია – “პატრიოტები ხალხის სამსახურში“ შეიქმნება. შესაბამის განკარგულებას გორის საკრებულოს სამანდატო – საპროცედურო კომისია სწავლობს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრელებს.

ფრაქციის თავმჯდომარედ “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი მოიაზრება, მოადგილედ დამოუკიდებელი დეპუტატი – მერაბ მახარაშვილი. ფრაქციის მესამე წევრი კახაბერ ედიშერაშვილი იქნება.

“პატრიოტები ხალხის სამსახურში“ გარდა, საკრებულოში კიდევ ხუთი ფრაქცია – ,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ფრაქცია ,,ევროპული შენება“; ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები“; ,,ქართული ოცნება – მრეწველები“ ფუნქციონირებს.

გორის ბიუჯეტს ერთი ფრაქციის შენახვა თვეში 4 000 ლარამდე უჯდება.