გორის მერია 4 ადამიანის უშტატოდ ასაყვანად, გამონაკლისის დაშვებას ითხოვს

1268

ახალი თანამშრომლების ასაყვანად, გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 307 ერთეულს შეადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, შტატგარეშედ დასაქმებული ადამიანების რიცხვმა 5%-ს არ უნდა გადააჭარბოს. დღევანდელი მდგომარეობით, მერიას შტატგარეშედ ამ რაოდენობის ადამიანები უკვე დასაქმებული ჰყავს. ამიტომ ის საკრებულოს მიმართავს თხოვნით, რომ გამონაკლისი დაუშვას და დამატებით 4 ადამიანის აყვანის ნებართვა მისცეს.

დღეის მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეფექტური საქმიანობის განსახორცილებელად დამატებით ესაჭიროება 4 პირის ხელშეკრულებით აყვანა. კერძოდ: 1 პირი იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, 1 პირი აყვანილ იქნება მერიის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, 1 პირი აყვანილ იქნება მერიის მატერალურ-ტექნკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციონირების გასაუმჯობსებელად, 1 პირი აყვანილ იქნება მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებას ეხება.

იმ განყოფილებების საშტატო ნუსხა, სადაც მერია ახალი თანამშრომლების დამატებას აპირებს, ასეთია: 

საკრებულოს დეპუტატები ამ საკითხს კენჭს 13 აპრილს უყრიან.