ვაკეში შიდა კვარტალური გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არავინ ისურვა, რის გამოც მუნიციპალიტეტს ტენდერის ხელახლა გამოცხადება მოუწია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
1,9 მილიონი ლარის ტენდერში, რომელიც 1 თვის წინ გამოცხადდა, მონაწილეობა არავის მიუღია.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა ამჯერად 13 აპრილიდან შეეძლებათ. გამარჯვებულმა გზების, ქუჩების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის, ასევე ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთება უნდა უზრუნველყოს.