ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში დეკანოსიძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სოფელში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 120 000 ლარით აფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი 5%-ს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია ღარიხევში ერთ კვირაში დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი, ვარლამ ჭიპაშვილი...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთისმოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის სტადიონზე სკოლის აშენება იგეგმება, რასაც ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტადიონი ერთადერთი ადგილია, სადაც სოფლის ახალგაზრდებს გართობა შეუძლიათ. მათი თქმით, სტადიონის მოპირდაპირედ არის ტერიტორია, სადაც ახალი სკოლის აშენებაა შესაძლებელი. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები მეზობელ სოფლებში აგრძელებენ...
თბილისში, საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერში შპს „საქგზამეცნიერებამ“ მოიგო, რომელიც რეაბილიტაციის პროექტს 103 840 ლარად შეადგენს. სამშენებლო ტენდერი კი, სავარაუდოდ ამის შემდეგ გამოცხადდება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
საუბარია შარტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, კოსტავას გამზირზე – სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე, მიროტაძის ქუჩაზე – კოსტავას გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, პეკინის გამზირზე – მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე და...
თბილისში მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, რომელსაც სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს, გადამწყვეტ ფაზაშია შესული და რამდენიმე თვეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი კომპანია „საბა კონსტრაქშენზე" დაყრდნობით წერს.
კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული სამუშაოები „მზიურის“ პარკის ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე ხეობის იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სადაც მდინარე გვირაბში არ არის მოქცეული და შესაძლო წყალვარდნა დასახლებულ ტერიტორიას საფრთხეს უქმნის.
„მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილებისა...
შოროპნის ციხის ისტორიული ფასადის შესანარჩუნებლად, ზესტაფონის მერიასა და კომპანია სოკარის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.
ანტიკური ხანის ციხე–ქალაქი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, ბუნებრივი აირის საჰაერო მაგისტრალის დემონტაჟი განხორციელდა, რაც ამიერიდან ციხის იერსახეს ვეღარ დაამახინჯებს და ფასადის ხილვადობა უფრო თვალშისაცემი გახდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ამბობს: „კომპანიის მხრიდან ეს არის როგორც გულისხმიერების...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის დაპროფილება, რის შემდეგაც დაიწყება ქვიშა-ხრეშით მოსწორება, ხოლო შემდეგ ასფალტირება.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის მოსახლეობა ისარგებლებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.
მერის პირველი მოადგილის ზვიად ქურდაძის განცხადებით, სამუშაოები გაზაფხულის ბოლოსთვის...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება. კალაძის ინფორმაციით, მომავალ წელს ავტოპარკი მთლიანად განახლდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაემატა 10 ახალი ავტომანქანა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს კეთდება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ვისურვებდი, რომ არასდროს არავის დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება, თუმცა, სერვისი...
დუშეთში ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას წინ უძღოდა გასული წლის 30 ივლისს, ლიტვის ქალაქ მოლეტაიში დუშეთისა და მოლეტაის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ცენტრის გახსნას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვური ენისა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო...
დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა. ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მეტალოკონსტრუქციის ხიდი 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის არის.
მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
წინა სტატია
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად თბილისის 171-ვე საბავშვო ბაღი მზადყოფნაშია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვართ ყოველდღიურად კომუნიკაციაში ყველასთან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. გავდივართ თითოეულ დეტალს და თავისთავად სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ჩართული ვიყოთ ამ პროცესში. თბილისში არსებული 171-ვე საბავშვო ბაგა-ბაღი ავტორიზაციის მზადყოფნაშია“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის...
ქალაქ ბათუმის მერიის ცნობით, შპს ,,სანდასუფთავებას“ დავით დუმბაძე უხელმძღვანელებს.
ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
,,ბატონ დავითს წარდგენა არ სჭირდება, მას ყველა კარგად იცნობს. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ჩემი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში, რა დროსაც საშულება მომეცა გამეცნო მისი შესაძლებლობები და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოგეხსენებათ, ტურისტული სეზონი გველოდება წინ, რომელსაც დიდი დატვირთვა ექნება გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებიდან და სანდასუფთავების სამსახურს ამისთვის...
ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, ასლან გელაძე საკუთარი გამოცდილებით აღნიშნულ სამსახურს თავს ღირსეულად გაართმევს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ასლანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მას მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ამ მოვალეობას. ველოდები...
ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მერი ქალაქში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი თუმცა, ამ დრომდე მისით არავინ დაინტერესებულა.
ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის,...
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების და საკანონმდებლო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სოციალური მეწარმეობა დღეს არის ერთ-ერთი მზარდი და პოპულარული მიმართულება ევროპის მასშტაბით, რომელიც გარდა ბიზნეს ამოცანებისა, ამავდროულად ითვალისწინებს და გულისხმობს სოციალურ აქცენტებსაც და ჩვენი სოციალური გარემოს და სოციალური გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილი იყოს კანონპროექტი, რომელიც ყველა ამ საკითხის...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამი საჯარო მოხელე მისცა პასუხისგებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები - არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.
https://www.youtube.com/watch?v=zAYlHfOkL1k&feature=youtu.be
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს...
ტურისტული გზების გასწვრივ მდებარე უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოდელაძის თქმით, დაახლოებით 5 ათასი ლარის ღირებულების ჩამოსაფარებელი მასალა უკვე შეძენილია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,მაგალითად, გადავაფარებთ რუისში მდებარე კულტურის სახლს, რომელიც დანგრეულია და იერსახეს ამახინჯებს. ძამას ხეობამდე ასეთი ობიექტები ბევრია," - აცხადებს ვლადიმერ გოდელაძე.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































