თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად თბილისის 171-ვე საბავშვო ბაღი მზადყოფნაშია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვართ ყოველდღიურად კომუნიკაციაში ყველასთან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. გავდივართ თითოეულ დეტალს და თავისთავად სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ჩართული ვიყოთ ამ პროცესში. თბილისში არსებული 171-ვე საბავშვო ბაგა-ბაღი ავტორიზაციის მზადყოფნაშია“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს.