საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონში და თანმდევ კანონპროექტებში განსახორციელებლ ცვლილებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებათა პაკეტი ოპტიმალურ შინაარსს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, პირველივე წუთიდან უკლებლივ ყველა მესაკუთრე იქნება გადაწყვეტილების მიღების მონაწილე და შემოთავაზებული ვერსია, რომელიც კარგი ევროპული მაგალითია, იძლევა შესაძლებლობას გადაწყვეტილებები სამართლიანობის და ლოგიკის საფუძველზე შემუშავდეს.
მისი...
“ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში მომზადებულ ცვლილებებში საკუთრების უფლების შელახვის საფრთხეს ხედავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც გეგიძე ამბობს, პრობლემატურია “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც დეპუტატის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა მარტივდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტატორს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმება არ დასჭირდება.
საქმე ეხება ოთხ კანონში: - “სივრცითი მოწყობისა...
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომამ განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც წესდება შეზღუდვები სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროქტის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთო ჯანსაღი გარემოს შექმნის წახალისება და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე, საერთო სივრცეში სპორტული და...
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა...
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვირის ბოლომდე ფულად წახალისებას 9 300 თანამშრომელი მიიღებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,180 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს 125 ლარი დაერიცხებათ, თუმცა ხელზე 100 ლარს აიღებენ. ამასთან, სააღდგომოდ 125 ლარის ოდენობით ფულად წახალისებას ვერ აიღებენ ის პირები, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.
ბათუმში, ძლიერმა ქარმა თაბუკაშვილის პირველ ნომერში სახლს სახურავი გადახადა. ინფორმაციას TV25-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაზარალებულები თავს მეზობელს აფარებენ.
ფაქტის შესახებ ბათუმის მერია ინფორმირებულია, ამ ეტაპზე დაზიანებული სახურავის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიშიც შექმნა პრობლემები. დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
მაია ცქიტიშვილმა ყურადღება რეგიონების საინვესტიციო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო მოსახლეობის პირველად საჭიროებებს და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.
მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებებიც მოისმინა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ახლო მომავალში რეგიონებში...
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების 200-მდე წარმომადგენელმა სოფლის განვითარების საკითხებზე საინფორმაციო სემინარებში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.
“საქართველოს სოფლის ეკონომიკას განვითარებისა და ინოვაციის დიდი პოტენციალი აქვს. სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ადგილობრივი განხილვების შედეგად ახალი შესაძლებლობები და ცვლილების...
სპეციალური პროგრამით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 517 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გადამზადდა. აღნიშნული თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს დღეს გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სხვადასხვა საბავშვო...
თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრმა" გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 11 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურება კომპლექსურია და კონცეფციის თითოეული ვერსიის დიზაინის შექმნა თავის მხრივ ასევე მოიცავს: ობიექტის შესწავლას და კვლევებს,...
"თელავის სპორტის ახალი სასახლე ხელბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
,,დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო პატარა - 500 მაყურებელს. წელს სწორედ ეს სასახლე უმასპინძლებს...
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი ადგილები შეირჩევა მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კალაძე აცხადებს, პარკინგების დეტალური კვლევა ამ დრომდე ჩატარებული არ იყო.
„პარკინგების დეტალური კვლევა არ ჩატარებულა. ზოგადად იყო შერჩეული 10 ლოკაცია, სადაც შეიძლებოდა მიწისქვეშა პარკინგების გაკეთება, თუმცა, ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, გეოლოგია, ტექნიკლურ-ეკონომიკური დახასიათება და ა.შ. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ...
სს RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები დარღვეულია სხვადახვა მიმართულებით - კერძოდ, საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წლის რესურსებზე - მდ. მაშავერას, მდ. ფოლადაურსა და მდ. კაზრეთულაზე, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე, - ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას...
2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი სახლი აშენდა. მშენებლობის ბუმი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა თბილისში 1048 შენობაზე მუშაობა დასრულდა. ასეთივე მონაცემები ფიქსირდება 2016 წელსაც, როცა დედაქალაქში კიდევ 746 საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ allnews.ge საქსტატზე დაყრდნობით წერს.
რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს. საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ქვეყანაში სულ 9 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013...
თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლება ქაოსურ გარევაჭრობაში ჩართულ ფიზიკურ პირებს ბედის ანაბარა არ ტოვებს და პირიქით, ყველა მუნიციპალიტეტი მათთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მუშაობს, რათა საკანონმდებლო ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული იყოს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ამ განცხადებით ზარქუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ეს არის პარკინგი, ტაქსები, ქაოსური გარევაჭრობა და მშენებლობები. გარევაჭრობა 20 ლარით ჯარიმდება, რაც პრევენციის ისეთი საშუალება არ...
საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და გაკეთდა მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.
სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































