2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი სახლი აშენდა. მშენებლობის ბუმი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა თბილისში 1048 შენობაზე მუშაობა დასრულდა. ასეთივე მონაცემები ფიქსირდება 2016 წელსაც, როცა დედაქალაქში კიდევ 746 საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ allnews.ge საქსტატზე დაყრდნობით წერს.
რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს. საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ქვეყანაში სულ 9 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანას 1752 ახალი შენობა შეემატა. მაღალი მაჩვენებელი იყო 2016 წელსაც, როდესაც 1568 ახალი შენობა აიგო.
რეგიონების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია:
ქვემო ქართლი – 1900 შენობა;
მცხეთა-მთიანეთი – 676 შენობა;
იმერეთი – 647 შენობა;
აჭარა – 461 შენობა;
კახეთი – 346 შენობა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 292 შენობა;
სამცხე-ჯავახეთი – 280 შენობა;
გურია – 221 შენობა;
შიდა ქართლი – 160 შენობა;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17 შენობა.