ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩიდან 32-ე საჯარო სკოლამდე, ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180005549) უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, პირველ ეტაპზე მდინარის კალაპოტიდან უნდა მოხდეს დაგროვილი ქვიშა-ღორღის ამოწმენდა. შემდეგ კი უნდა მოეწყოს 25 სმ. სისქის ბეტონის კედლები.
სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციისთვის ქუთასის მერია 582 000 ლარს დახარჯავს.
ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები წლებია ითხოვენ. მდინარე ძლიერი წვიმის...
ბათუმში, მესხის ქუჩაზე საპროტესტო აქციაა. ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში მცხოვრებლები გზის, სანიაღვრე არხის, გარე განათებისა და წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დასახლებაში ცხოვრება გაუსაძლისია, კარგ ამინდში მტვერი, წვიმის დროს კი ტალახი აწუხებთ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მათივე თქმით, არ დაწყებულა ქუჩის გაზიფიცირება, ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ დღემდე ვერ გაირკვა, გადის თუ არა ტერიტორიაზე ავტობანი. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის...
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი დააზიანა, ასევე დაზიანდა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდიც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. გარდა ამისა, ქარმა სხვადასხვა ადგილას ხეები მოგლიჯა.
ორ ბაღსა და ერთ სკოლაში კი, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რადგან მათ წყალი არ მიეწოდებათ.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხობის მერის გოჩა ქაჯაიას თქმით,...
ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას ორი მიმართულება მნიშვნელოვანია, - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვა, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცეპრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.
„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანტია, რომ მათი...
გორის მერიამ საკრებულოს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი წარუდგინა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით იქნება: 1 დღე – 1 ლარი; 1 თვე – 10 ლარი; 3 თვე - 15 ლარი; 6 თვე- 25 ლარი; 1 წელი – 40 ლარი.
დოკუმენტის თანახმად, გორში აიკრძალება პარკირების ადგილზე ავტომობილში სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობაც.
დოკუმენტს გორის საკრებულო...
მუხიანში, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის, მარატ ნოზაძის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, სკვერში ასევე, მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი. გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, დამონტაჟდება გარე...
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სოფელ ტომაშეთში, სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.
ასევე, ბეტონის საფარი მოეწყობა იაკობაურის, შუბნის და წელათის შიდა სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზეც.
იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით.
ავტობუსები და მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის მეშვეობით წამოვლენ.
რეაბილიტაციის...
ჯანდაცვის სამინისტრომ, ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ცენტრს, ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. სპეცმანქანით გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც შესაძლებელია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრომ, სპეციალურად მაღალმთიან დასახლებებში ოპერირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში მანქანების გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ნინოწმინდის გარდა, სპეცმანქანა სხვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფესაც...
ხაშურის გამგეობამ 2016 წელს სოფელ წრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 51 896 ლარით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტა. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.
საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის 50 107 ლარი საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყო.
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ბაღის შენობის რეაბილიტაციის მიზნით, ხაშურის გამგეობამ 2016 წლის 18 ივლისს გამოაცხადა.
ტენდერში ადგილობრივმა კომპანია „გურომ“ გაიმარჯვა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი...
თბილისის მასშტაბით, ცენტრალურ გამზირებზე საგაზაფხულო გამწვანების და მორეცხვის სამუშაო 11 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა.
"პირველ ეტაპზე შეირჩა ცენტრალური გამზირები, სადაც ერთობლივად დაიწყება გამწვანების, დეკორატიული ფორმირების და მორეცხვის სამუშაოები. ძალიან მასშტაბური იქნება ღონისძიება. მერიის სამი სამსახური ერთობლივად განახორციელებს სამუშაოებს. ასევე შევეცდებით სხვლა-ფორმირების სამუშაოები წარმოებული იყოს დილით ადრე, ან ღამით, რათა არ შეიქმნას გადაადგილების პრობლემა", - განაცხადა მაია ბითაძემ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები მოეწყობა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
ხელოვნური ბორცვების მონტაჟი, რუსთავის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან იგეგმება. კერძოდ : ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე #12 საჯარო სკოლასთან, ქუთაისის ქუჩაზე #22 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მელიქიშვილის გამზირზე, #18 საჯარო სკოლასთან, #25 საბავშვო ბაღთან, ასევე მუმლაძისა და კიროვაკანის ქუჩებზე.
სამუშაოებისთვის რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტისთვის 22 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.
წინა სტატია
დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძებელი. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიმების ოდენობა და პარკირების საშვების მოსაკრებლის ღირებულება უცვლელი რჩება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მისივე თქმით, სატრანსპორტო კომპანია "სიტი პარკის" თანამშრომლების ნაწილთან გააგრძელებს მუშაობას.
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, "სიტი პარკში" 145-მდე თანამშრომელი იყო და აქედან მერიასთან თანამშრომლობის სურვილი 102-მა გამოთქვა. აქედან 10 ევაკუატორის მძღოლია, 102 კი...
წინა სტატია
თბილისში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს.
უკვე დაიწყო ზემო და ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა, რომელიც ზემო და ქვემო ფონიჭალას ერთმანეთს დააკავშირებს და რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 2,3 მლნ ლარია. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულება.
გარდა ამისა, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, გლდანის რაიონში, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი...
დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია, 26 მაისთან დაკავშირებით, მეტრომანის სადღესასწაულო დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია და მან ესკიზი სატრანსპორტო კომპანიას 24 აპრილამდე უნდა წარუდგინოს.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის შემდეგ სპეციალური კომისია 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს, ხოლო 5...
კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური მატჩის იდეით გამოდის
თბილისის მერი კახა კალაძე დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
ამ თხოვნით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მიმართა. კალაძის თქმით, თბილისი ტოლერანტული ქალაქია და მსგავსი შემთხვევები დაუშვებელია.
"ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევი ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, კვირის ბოლოს გააკეთოს თუ არის შესაძლებლობა ერთი ამხანაგური თამაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































