გორში პარკირების წესები შეიცვლება

883

გორის მერიამ საკრებულოს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი წარუდგინა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური, დროის მონაკვეთის მიხედვით იქნება: 1 დღე – 1 ლარი; 1 თვე – 10 ლარი; 3 თვე – 15 ლარი; 6 თვე- 25 ლარი; 1 წელი – 40 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, გორში აიკრძალება პარკირების ადგილზე ავტომობილში სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობაც.

დოკუმენტს გორის საკრებულო 13 აპრილის სხდომაზე განიხილავს