ფონიჭალაში, გლდანულასა და ვაკეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

592

წინა სტატია

თბილისში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს.

უკვე დაიწყო ზემო და ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა, რომელიც ზემო და ქვემო ფონიჭალას ერთმანეთს დააკავშირებს და რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 2,3 მლნ ლარია. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულება.

გარდა ამისა, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, გლდანის რაიონში, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მისი ღირებულება 8 მლნ ლარია. მერის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში დასრულდება.

იწყება, ასევე, ვაკეში, რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები. ბენდელიანის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე, ეტაპობრივად, მოძრაობის შეზღუდვა გახდება საჭირო, რასაც საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით გააკეთებენ.