ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი დააზიანა, ასევე დაზიანდა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდიც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. გარდა ამისა, ქარმა სხვადასხვა ადგილას ხეები მოგლიჯა.
ორ ბაღსა და ერთ სკოლაში კი, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რადგან მათ წყალი არ მიეწოდებათ.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხობის მერის გოჩა ქაჯაიას თქმით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.