თბილისში საგაზაფხულო გამწვანების და მორეცხვის სამუშაოები 11 აპრილიდან დაიწყება

542

თბილისის მასშტაბით, ცენტრალურ გამზირებზე საგაზაფხულო გამწვანების და მორეცხვის სამუშაო 11 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა.

“პირველ ეტაპზე შეირჩა ცენტრალური გამზირები, სადაც ერთობლივად დაიწყება გამწვანების, დეკორატიული ფორმირების და მორეცხვის სამუშაოები. ძალიან მასშტაბური იქნება ღონისძიება. მერიის სამი სამსახური ერთობლივად განახორციელებს სამუშაოებს. ასევე შევეცდებით სხვლა-ფორმირების სამუშაოები წარმოებული იყოს დილით ადრე, ან ღამით, რათა არ შეიქმნას გადაადგილების პრობლემა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.