სვანეთში , “ტეხურის კასკადს” სს”ტეხური ენერჯი” ააშენებს. მთავრობამ გამარჯვებული უკვე გამოავლინა. კომპანია 170 050 000 აშშ დოლარის ინვისტიციას განახორციელებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
„ტეხურის კასკადის“ დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
ეკონომიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდ. ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა...
ორი ბინა და მიწის ნაკვეთი მეუღლის სახელზე. რა ქონება აქვს სამცხე–ჯავახეთის ახალ გუბერნატორს კახა სამხარაძეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კახა სამხარაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 30 მარტს, შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიციაზე ბოლო სამუშაო დღეს, შეავსო. ორ დღეში კი მუშაობა სამცე–ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე დაიწყო.
დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის ნინო ხიდეშელის სახელზეა 2, 21 კვ.მ (ფაქტობრივად ფართი არის 38,62) ბინა თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე....
"ელსელემას" სამკერვალო ფაბრიკა გურიაში მაისის ბოლოს გაიხსნება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელგუჯა მამასახლისი აცხადებს, ფაბრიკის გახსნა მარტში იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ სამკერვალოს სიმძლავრის გაზრდა გადაწყვიტეს, სამუშაოები გახანგრძლივდა.
სამკერვალო ერთი სართულის ნაცვლად, ორ სართულზე მოეწყობა, შესაბამისად, დაგეგმილი 150 ადამიანის ნაცვლად, იქ 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
საწარმო ლანჩხუთის ცენტრში, მერიის გვერდით მდებარეობს, მის მოწყობაში კომპანიამ ჯამში 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
"სამუშაოები...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ...
ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ბათუმში, მესხის ქუჩაზე მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ზუსტად არ არის ცნობილი, აღნიშნული ქუჩის რა მონაკვეთში გაივლის მაგისტრალი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„არსებობს ვარაუდი, რომ მაგისტრალის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ შეეხება. თავისუფალ ადგილზე მერია მშენებლობის ნებართვას ვერ მისცემს, რადგან სამომავლოდ შესაძლებელია, რომ მაგისტრალი გავიდეს და სახელმწიფო შემდეგ ვეღარ გადაუხდის თანხას, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მაგისტრალის მშენებლობა...
ზუგდიდი მერვე, მეოთხე და მეათე, ასევე სოფლებში: დარჩელის #1 და ინგირის #2-ე საჯარო სკოლა სრული რეკონსტრუქციის გამო ერთი წლით დაიხურება. სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია გამოვლინდება. მოსწავლეებს სკოლებიდან სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის გაიყვანენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია ამბობს, რომ უკვე ცნობილია ის სკოლები, სადაც მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში გადანაწილდებიან.
მერვე სკოლის მოსწავლეებს მეშვიდე სკოლაში...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მორიგი სხდომა გამართეს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სხდომაზე იმსჯელეს იმ ტერიტორიებზე, რომელთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქცევა უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება მოსახლეობისათვის, ამიტომ ჯგუფის წევრებს დაევალათ მოსახლეობის გამოკითხვის მიზნით შექმნან სპეციალური ბლანკები და ჩატარდეს გამოკითხვა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის საზღვრებში არსებული თამარ მეფის გამზირის მარჯვენა ნაწილის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევაა დაგეგმილი.
სამუშაო ჯგუფი...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, მდინარე ოჩხომურზე, ჭოღასა და ხაბუმეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო+“ასრულებს .
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 148 000 ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიმართულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ქუჩებზე ტროტუარები ამ დრომდე არ იყო, ადგილობრივებს კი სიარული გზის სავალ ნაწილზე უწევდათ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახელობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება
ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. პროცესის შეჩერება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
კომპანიას სამუშაოები განსაზღვრულ დროში არ დაუწყია, რის გამოც შპს „უნივერსალი„ 29 ათასი ლარით დაჯარიმდა. ხულოს მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
https://www.youtube.com/watch?v=lFwSwcmLL80&feature=youtu.be
ბათუმის მერიამ ახალი საპილოტე პროგრამის, საუბნო კავშირების განხორციელება დაიწყო, რომელსაც მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განვითარების აკადემიასთან“ ერთად განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, დაგეგმილია 20 საინფორმაციო სამუშაო შეხვედრა.
პროექტის მიზანია:
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარება და მერის წარმომადგენლების ინსტიტუტის გაძლიერება;
• მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისუზრუნველყოფა მოსახლეობის ინტერესზე მორგებით;
• საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება;
• მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
•...
ფოთის მუნიციპალიტეტს ვალდებულებების დასაფინანსებლად თანხა არ ჰყოფნის და ფინანსთა სამინისტროსგან სესხს იღებს. როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ფოთის მუნიციპალიტეტმა მთავრობას სესხის აღებასთან დაკავშირებით თებერვალში განცხადებით მიმართა და 3 მილიონი ლარი მოითხოვა.
“2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მიხედვით გათანაბრებული ტრანსფერით 1 118 800 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა ვალდებულების დასაფინანსებლად.
სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018...
სახელმწიფო რწმუნებულის - კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
კახეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის თქმით, ვაკანტურია მდივან-რეფერენტისა და სამეურნეო საკითხებში სპეციალისტის თანამდებობები. ნინო უტიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელბის შესარჩევად გამარტივებული კონკურსი ჩატარდება, რომელიც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას.
„აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს უნდა ჰქონდეთ სრული ზოგადი განათლება. მდივან რეფერენტის თანამდებობაზე დამატებითი მოთხოვნაა საჯარო სამსახურში შესაბამის...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბიზნესს მიაბარონ, თუმცა, არასწორი პარკირებისთვის მძღოლების დაჯარიმების უფლება მხოლოდ მერიის მუნიციპალურ სამსახურს ექნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კალაძე აცხადებს, ჯარიმები ბიზნესზე მიბმული არ უნდა იყოს.
„ჯარიმების გამოწერა უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში იმიტომ, რომ ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, არსად არ არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დაჯარიმების...
"თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ არსებული რეალობა შეიცვალოს. გადასახადი იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ",- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლაზე, რომლის ერთ-ერთი ნაწილი პარკირების გადასახადია.
„ზოგადად სატრანსპორტო სისტემა, პარკირების პოლიტიკა არის მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებაც დაწყებული გვაქვს. ამისთვის...
ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ერთმანეთს 3 კომპანია უპირისპირდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
8,5 მილიონიანი ტენდერი ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასების სტადიაშია.
"დაგი+", "საქმილსადენმშენი" და ამხანაგობა "გზები და ხიდები" - საკუთარი წინადადებები ტენდერში აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































