ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს. "მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. გამგეობის ცნობით, წლის ბოლომდე რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს...
სოფელი კახეთში, რომელსაც თბილისიდან სოფელში დაბრუნებული გოგონა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით პოპულარიზაციას უწევს - თიკა დუღაშვილის შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემამ "ახალი კვირა" მოამზადა. https://www.youtube.com/watch?v=m_WIeGVFdzc
2018 წლის 7 მარტს კოდის სათემო განათლების ცენტრმა დაიწყო პროექტი: "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში". ინფორმაციას კოდის სათემო განათლების ცენტრი ავრცელებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის ლიდერი პარტნიორია-კოდის სათემო განათლების ცენტრი, ხოლო თანააპლიკანტია-განჯის ქალთა ცენტრი. პროექტი ქვემო ქართლში და აზერბაიჯანში განჯა-გაზახის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.  პროექტის ფარგლებში კოდის სათემო განათლების ცენტრში პირველი მაისიდან დაიწყება შემდეგი უფასო კურსები: გიდების გადამზადების...
ქუთაისს მთავარი არქიტექტორი ისევ არ ჰყავს. იმის გამო, რომ გასულ წლებში მერიის მიერ გამოცხადებული პოზიციით არავინ დაინტერესდა, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ არქიტექტურის სამსახური, როგორც ცალკე უწყება გააუქმა და ზედამხედველობის სამსახურთან გააერთიანა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. 2016 წელს მერი შოთა მურღულია განმარტავდა, რომ პოზიციით დაბალი ხელფასის გამო არ ინტერესდებოდნენ. შოთა მურღულია ამბობდა, რომ მზად იყო, არქიტექტურის სამსახურის უფროსის ხელფასი გაეზარდა და მერის სახელფასო ანაზღაურებისთვის გაეთანაბრებინა....
მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა. კალაძს მოსაზრებით, მემანქანეებს საკმარისი ხელფასი აქვთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ - დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით. ადამიანები დღე და...
წინა სტატია დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში კონკურსში „მოხატე ქალაქი დედაენით“ გამარჯვებული ესკიზით 100 კვ.მ ფართობის კედელი მოიხატა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას ნამუშევარში შენარჩუნებულია კედლის პირველადი სახე და მიღებულია აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. ასევე გამოყენებული ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერ-სახეს. აღსანიშნავია ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილიც, რომელზეც გამოსახულია როგორც ანბანის ელემენტები, ასევე ახალგაზრდა თაობის წიგნთან ურთიერთობით გამოწვეულ აღტაცება.გარდა ამისა, ახალგაზრდა მხატვრებმა...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივებსა და პოლიცილებს შორის აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. რუისპირელების თქმით, დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. "ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე...
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და მეტროსადგურების რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  თბილისის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება მეტროსადგურ “ვარკეთილში”, სადაც ჭერი ჩამოინგრა, ასევე იმ მეტროსადგურებშიც, სადაც მძიმე მდგომარეობაა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აუცილებელია. “ექსპერტიზის შედეგების განხილვა მიმდინარეობს, რომლის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, - განაცხადა კალაძემ. მასთან, თბილისის...
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ვალდებულებებთან დაკავშირებით, წინადადებები საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი იდეები ასევე გააცნეს ახალგაზრდული კონკურსის - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ გამარჯვებულებმაც. ინიციატივები საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ხელშეწყობას და მის შესახებ საზოგადოების...
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის მოსახლეობა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობამ კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ. „დღეში 500 დიდი მანქანა მაინც გადაადგილდება, მუდმივად მტვერში ვართ, აღარ შეიძლება ამ სოფელში ცხოვრება“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვალერი ჭოლაძემ. მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ამ დროისათვის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.
ბათუმში უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალებ. წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, მერიამ გარე მოვაჭრეები გააფრთხილა და საინფორმაციო ფურცლები გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის შეთავაზების შესაბამისად, გარემოვაჭრეებს საშუალება აქვთ საქმიანობა გოგოლის #1-ში მდებარე სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებში გააგრძელონ. შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის. გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე...
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად ორ ქუჩაზე ხორციელდება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრველებს. მაჩაბლის ქუჩაზე, კონკრეტულად კი #11 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის საფარის დასაგებად წინამოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიაზე უკვე მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი. ამ ეტაპზე  გზის სავალი ნაწილის მოხრეშვა ხდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება. რაც შეეხება ოდიშარიას ქუჩას, აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები, უახლესი ტექნიკით ასფალტის საფარს...
გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები ზაფხულში დამონტაჟდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 84 რადარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, რადარები დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძროლებს, რომლებიც დაჯარიმდებიან. „ზაფხულში ქალაქში განთავსდება კამერები და რადარები, რომელიც დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს. ჩემი აზრით, ეს საგრძნობლად გადაჭრის ამ პრობლემას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები შინაგან საქმეთა...
13 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N11 რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე უძღვებოდა, 9 საკითხი იყო წარმოდგენილი. მერიის ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომელმა ვასილ ბერუაშვილმა წარმოადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცებას ეხებოდა. ქონების მართვისა და აღრიცხვების განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ქიტუაშვილმა ისაუბრა ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ. მან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2018 წლის პრივატიზაციის გეგმაც წარმოადგინა. სივრცითი...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში გაზის მაგისტრალის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს დედოფლისწყაროს ყველა იმ სოფლის გაზიფიცირებას, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ არის. ,,როფორც ცნობილი გახდა, 11 მილიონი ლარი დედოფლისწყაროში განსახორციელებელ სამუშაოებს მოხმარდება. პროექტი უკვე არსებობს და ბუნებრივი აირის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სანახშირე ორმოები გააუქმეს. მათ საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმო აღმოაჩინეს. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო - სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის - ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ