კალაძე: მეტროსადგურების რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ

773

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და მეტროსადგურების რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

თბილისის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება მეტროსადგურ “ვარკეთილში”, სადაც ჭერი ჩამოინგრა, ასევე იმ მეტროსადგურებშიც, სადაც მძიმე მდგომარეობაა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აუცილებელია.

“ექსპერტიზის შედეგების განხილვა მიმდინარეობს, რომლის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, – განაცხადა კალაძემ.

მასთან, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო პროცესები.

“ძალიან მალე დავიწყებთ”, – დასძინა კალაძემ.