ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
“მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო.
გამგეობის ცნობით, წლის ბოლომდე რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.