ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მცხოვრებლების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგური 70-მდე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი სარეკრეაციო ადგილია.
ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.
მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - ,,Caucasus Tourism Fair- CTF’18“, რომელიც ,,ექსპოჯორჯიაში“ გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაc მიიღო მონაცილეობა. 12-14 აპრილს გამართულ გამოფენაში ზუგდიდი სხვადასხვა სახეობის ხელთნაკეთი ნივთებით იყო წარმოდგენილი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
საერთაშორისო გამოფენაში 7 ქვეყნიდან 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად, გერმანიამ, პოლონეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა, ტაილანდმა და თურქეთმა მიიღეს. გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ვაკანტურია იურიდიული, ზედამხედველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები.
უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.
„ყვარლის მერიაში გამოცხადებულია 6 ვაკანსია. თანამშრომლების შესარჩევად...
ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე შპს ‘’ბათუმის წყალში’’ კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორს ფინანსურ მენეჯერად მისი დისშვილი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად - ძმისშვილი დანიშნა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მირდატ ქამადაძის თქმით, უწყება, უარს აცხადებს, საკრებულოს წევრებს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს საშტატო ნუსხის შესახებ.
ბრალდებებს “ბათუმის წყალში” უარყოფენ. იურისტი შალვა ფხალაძე განმარტავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კომპანიამ გასცა, რაც შეეხება პრემიების...
ხაშურისა და ხულოს საკრებულოებმა დადგნილებები შეცვალეს და მეტროსადგურებისთვის შემოღებული დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმეს. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.
ხულოს საკრებულომ შესაბამისი ცვლილება 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში მიმდინარე წლის 9 მარტს შეიტანა, ხოლო ხაშურის საკრებულომ 3 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადა 2015 წლის 2 თებერვალს მიღებული №8 დადგენილება და ახალი სამართლებრივი აქტი დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ხულოს საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებს და აეროპორტებს ევალებოდათ 1მ3 ნარჩენზე...
დაბა ხულოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და რაც მიეწოდებათ სასმელად უვარგისია.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია. ხულოს მერის გოჩა მელაძის ინფორმაციით საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობენ და მსგავსი მიმართულებით მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა. ხულოს მერის ინფორმაციით აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ დაბა ხულოს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც აწუხებთ.
„გასულ წელს უკვე დასრულდა რეგოიანიდან 800...
ყვარელში ილიას ტბასთან სახელმწიფო უძრავ ქონებას სასტუმროს ასაშენებლად ყიდის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო...
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერად დანიშვნის პირველსავე თვეს, ხელფასთან ერთად, სახელფასო დანამატი მიიღო. ამის შესახებ "ნიუპრესს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ მერის მიერ შევსებულ დეკლარაციაზე დაყრდნობით უთხრა.
ნარსიას თქმით,"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიზანი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის და კომფორტზე ზრუნვაა.
ქუთაისის მერის მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მან 2017 წელს მერის პოსტზე 3011,9 ლარი მიიღო.
გიორგი ჭიღვრიამ ქუთაისის მერის პოსტზე გასულ წელს...
წინა სტატია
სენაკის მერიიდან გათავისუფლებული 13 თანამშრომლიდან ორი ადამიანი მერიას სასამართლოში უჩივის. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ვასილ ბესელიამ, რომელიც კულტურის სამსახურის უფროსი იყო, მერს ლევან კუპრეიშვილს ფეისბუკში ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„მუდმივად ერთ ბრალდებებს რომ გვიყენებთ, რატომ არჩევნების დროს გვერდით არ დამიდექითო, ახლა მოგახსენებთ, იმიტომ, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ შეიძლება და არც საჯარო მოხელეს აქვს მასში ჩარევის უფლება. თუ...
დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.
ხელისუფლების...
წინა სტატია
თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი რუისპირელების აქციას ეხმიანება, რომლებიც საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. ნაკრელიშვილის თქმით, ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივები დავობენ, კანონის სრული დაცვით გაიყიდა და ამჟამინდელი მეპატრონე მიწის ხელახლა გაყიდვას არ აპირებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"საძოვარი, რომლის დაბრუნებასაც სოფელ რუისპირის მოსახლეობა ითხოვს, კანონის დაცვით არის გასხვისებული და მათი პრეტენზიები ამ შემთხვევაში მიუღებელია. როგორც მე ვიცი, აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იგეგმება, სადაც ადგილობრივები...
ზუგდიდში, ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლებს არ სურთ, მათ ქუჩას სახელი შეუცვალონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ისინი ეწინააღმდეგებიან ინიციატივასაც, რომ ლავრენტი ბერიას ქუჩას, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიანიჭონ.
ქუჩაზე გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. ლავრენტი ბერიას ქუჩა მანამდე საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელს ატარებდა.
ლავრენტი ბერიას ქუჩაზე ნუმერაციისა და...
დღეის მდგომარეობით, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხვნის სამუშაოებს შპს მექანიზატორის ტექნიკა ასრულებს.
სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში,ეს ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო "გურიის" რეაბილიტაცია განახლდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სასტუმრო „გურია პალასი“ – (ყოფილი სასტუმრო „გურიას“ შენობა) თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების დამატებას.
სასტუმროში სულ 47 ნომერი იქნება, (აქედან 3 ლუქსი) რომლის მეორე სართულზე კვების ბლოკი და დამხმარე სათავსოები განთავსდება.
მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.
სასტუმრო სულ 2...
პატარა ქალაქი ვიტიერი ალასკაზე, აშშ-ში მდებარეობს. ქალაქში სულ 220 ადამიანი ცხოვრობს და შტატების მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მცირერიცხოვან დასახლებად ითვლება.
ქალაქს სახელწოდება 1915 წელს პოეტ ჯონ გრინლიფ ვიტიერის პატივსაცემად ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს არმია ამ ადგილზე სამხედრო ობიექტებს აშენებდა, რომლებიც პორტთან და რკინიგზასთან ახლოს იყო. ბანაკს "სალივანი" ერქვა. რკინიგზის მშენებლობა იქ 1943 წელს დასრულდა და ეს მონაკვეთი ამერიკელი სამხედროებისთვის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში- 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული გზის მშენებლობით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხეს და მონასტრის 3000 მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა." -აღნიშნა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































