ხაშურისა და ხულოს საკრებულოებმა დადგნილებები შეცვალეს და მეტროსადგურებისთვის შემოღებული დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმეს. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.
ხულოს საკრებულომ შესაბამისი ცვლილება 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში მიმდინარე წლის 9 მარტს შეიტანა, ხოლო ხაშურის საკრებულომ 3 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადა 2015 წლის 2 თებერვალს მიღებული №8 დადგენილება და ახალი სამართლებრივი აქტი დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ხულოს საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებს და აეროპორტებს ევალებოდათ 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარის გადახდა. ხაშურის საკრებულოს დადგენილებით კი, იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრი იყო.