აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“ წარადგინა, სადაც დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.  ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. "მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ...
ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზა ამჟამად ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის N 37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. გამგეობის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია, გზის საფუძველის მოწყობა და ასფალტის საფარის 1615 მ2 ფართობზე დაგება. უწყების ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, მაისის დასაწყისში დასრულდება.
რუსთავში, კულტურის სახლის საწყობში, უნიკალური ფირები აღმოაჩინეს. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. ფილმი, სახელწოდებით "რუსთავი 40", ზუსტად 30 წელია საწყობში ინახებოდა და რომ არა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მის შესახებ უკვე არავის არაფერი ახსოვდა. ფირი 5 ნაწილისგან შედგება და მასზე ასახულია კონკრეტული ოჯახის ცხოვრება, ასევე, ის ვითარება, რაც რუსთავში იმ დროისთვის - 1988 წელს იყო. ასევე, ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ აღნიშნეს რუსთავის 40 წლის იუბილე, სად მიმდინარეობდა...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტების თანხა, ორი სოფლის სტადიონის კეთილმოწყობას მოხმარდება. ამის შესახებ თელავის საკრებულოზე იმსჯელეს, რასაც ხმაური მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს შორის მოხდა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. "იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფელში, არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, სოფელი ისჯება. მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. თუ გზისთვის ეს თანხები არასაკმარისია, იქნებ წყლის სისტემის მოსაგვარებლად...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „რუსთავსერვის ცენტრის“ ტყის მასივის მოვლა-პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა-განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1200 ლარი გამოართვა. საქმეზე...
წინა სტატია თბილისის მერიის ცნობით, 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა, ფუნქციონირება სხვა შენობაში გააგრძელა. ბაგა-ბაღის 731 აღსაზრდელი იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართში გადაიყვანეს. „დაპირებისამებრ დღეიდან N109 საჯარო ბაღმა სრულფასოვნად შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება ალტერნატიულ ფართში. გასულ უქმეებზე შეუსვენებლად ვიმუშავეთ, რათა ბაღს დღეიდან აღსაზრდელები შეუფერხებლად მიეღო. ჯგუფებში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები, მიმდინარეობს უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს კეთილმოწყობილი...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორი კომპანია შპს „იბოლია“, რომლის 40 %-იანი წილის მფლობელი გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, 27 505 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს. დაჯარიმების მიზეზი 19 აპრილს, „ობოლიას“ მიერ გორის გვირაბში მოძრაობის 1.5 საათით ჩაკეტვა გახდა. „ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა...
წინა სტატია ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს გარემოვაჭრეებს შეხვდა. მერმა თქვა, რომ ის ტროტუარები, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა რეაბილიტირდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. "უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა.ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა....
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის გამართა. ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და...
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით პარტნიორი ორგანიზაციის – ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობის, ქედის LAG-ი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ ევროპულ გამოცდილებასა და ავსტრიული LAG-ების ფუნქციონირების თავისებურებებზე იმსჯელეს. აგრეთვე, გაიმართა ვორქშოპი თემატური მიმართულებების დახვეწისა და სტრატეგიის შემუშავების შემდგომი ეტაპების დასაგეგმავად. შეხვედრების დროს, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს SWOT ანალიზის შედეგები თემატური...
ქედის მუნიციპალიტეტში, ხარაულის, ახოს, დანდალოსა და დაბა ქედის საბავშვო ბაღების ეზოებს კეთილმოაწყობენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. უწყების ცნობით, მერიას ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ტენდერი კი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება ატრაქციონები. ქედის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყურადღება იმ ეზოებზე გამახვილდა, რომლებიც რეაბილიტაციას მეტად საჭიროებენ. მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა 11 ბაღში ეზოების მოწყობა...
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქართული ინვესტიციით სპირტის ქარხანა აშენდება. ამის შესახებ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა სოსო ნიბლაძემ თქვა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. ნიბლაძის ინფორმაციით, პროექტს ქართველი ბიზნესმენების ჯგუფი, კერძოდ,კი  კომპანია „გლობალ თრეიდინგ სპირიტსი“ ახორციელებს. პროექტში დაახლებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება. „დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება“-აცხადებს ნიბლაძე.
წინა სტატია 2 აპრილს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა საათობრივი ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს და აქცია გამართეს. 18 აპრილს, მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ დღეს, 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს. მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. მემანქანეები მოლაპარაკებაში თბილისის მერიის ჩართვასაც ითხოვენ, რომელიც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მფლობელია. ამ დღეებში, სამხრივი ფორმატით, ერთმანეთს შეხვდებიან მერიის, კომპანიის და ჯანდაცვის...
მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის დასაწყებად უახლოეს პერიოდში ქვედა სადგურის - მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიიდან 11–მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას  ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა, ამჟამად მუშაობა მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. პარალელურად, ასევე მუშაობა მიდის საბაგიროს ქვედა სადგურის, მეცნიერებათა აკადემიის ეზოს...
საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია - 2017-2020 სამოქმედო გეგმა დადგენილება მოკლე მიმოხილვა
ქალაქ ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ღირებულება თითქმის 2,5 მილიონ ლარს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა. უწყების ცნობით, მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ