ქალაქ ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

733

ქალაქ ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ღირებულება თითქმის 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა.

უწყების ცნობით, მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.