ვაკის რაიონში, ბაგებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

1071

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზა ამჟამად ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის N 37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

გამგეობის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია, გზის საფუძველის მოწყობა და ასფალტის საფარის 1615 მ2 ფართობზე დაგება.

უწყების ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, მაისის დასაწყისში დასრულდება.