თბილისის 109-ე ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა

741

წინა სტატია

თბილისის მერიის ცნობით, 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა, ფუნქციონირება სხვა შენობაში გააგრძელა. ბაგა-ბაღის 731 აღსაზრდელი იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართში გადაიყვანეს.

„დაპირებისამებრ დღეიდან N109 საჯარო ბაღმა სრულფასოვნად შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება ალტერნატიულ ფართში. გასულ უქმეებზე შეუსვენებლად ვიმუშავეთ, რათა ბაღს დღეიდან აღსაზრდელები შეუფერხებლად მიეღო. ჯგუფებში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები, მიმდინარეობს უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს კეთილმოწყობილი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია როგორც ბავშვებისათვის, ისე მათი მშობლებისათვის,“ – თქვა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას 18 აპრილს მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.