ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 მაისია. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება - განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება - გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.
ახალციხეში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, საკრებულოებთან შექმნილი გენდერული საბჭოების მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ საკრებულოებთან შექმნილ გენდერულ საბჭოებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართონ. დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს გვინდა ამ საბჭოებში მათი მონაწილეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ“ - ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლის თამარ თუმანიშვილის თქმით,...
ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო. გადაწყვეტილება მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ერთი კვირის წინ მიიღო, როდესაც ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნო. რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური  განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში ჭრა-კერვის შემსწავლელ წრეს აფინანსებს. პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის სოფლის 16 ბავშვი ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის. გორის მერიის ცნობით, მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს.ხალხური რეწვის განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტის საფუძველზე, სკოლის დირექცია გეგმავს...
წინა სტატია ზუგდიდის მერიის განცხადებით, დადიანების მუზეუმის ეზონში 2 მაის დაზიანებულ ქანდაკებას აღადგენენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. "როდის და რანაირად მოხდება, არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად აღვადგენთ“, - განმარტა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაგდალინა თოდუამ. ასევე უცნობია, ვინ დააზიანა ქანდაკება. თავად ამბის შესახებ ცნობილი 2 მაისს გახდა. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილი და საფეხმავლო გზა გაკეთდება. "ველობილიკი და საფეხმავლო გზა ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული. პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ დედაქალაქს უკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა კახა კალაძემ. დღეს თბილისის მერმა ახალი პროექტი "თბილისის ცის ქვეშ" წარადგინა. 
ბათუმში ანგისის სპორტული ბაზა, რომელიც 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს, გაიხსნა. ბათუმის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან შედგება. ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. ბაზის შენობა სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია ტერასა მედიისთვის. უწყების ინფორმციით, შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი. სპორტული ბაზა შშმ...
წინა სტატია არასამთავრობო „მწვანე ალტერნატივა“ მთის გზების პროექტის სტრატეგიულ შეფასებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ შეფასდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტი“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში მაღალმთიან რეგიონებში...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd”-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა. გზების დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნები მიიღო. "კომპანია „China Railway 23rd” ვალდებულია, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი გეგმა-გრაფიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების...
"სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრმა“ გამოსცა ნაშრომი "საართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-21 წლებში“, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" წერს. წიგნის ავტორები არიან: გიორგი არობელიძე; თეიმურაზ ბეჟანიძე; მარიამ გულიაშვილი; თამარ მეჭურჭლიშვილი; ნათია ქარჩილაძე; თორნიკე შევარდნაძე. სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი. გამოცემა მომზადებულია პროექტის – “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში − 1918-1921 წლების გამოცდილება” − ფარგლებში, “სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ,...
წინა სტატია ზუგდიდის სასამართლომ დაიწყო „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლის, ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა. მორგოშია სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომჩივანს ასევე სურს დადგეს მადონა მაქაცარიას პასუხისმგებლობის საკითხიც. მორგოშია ამბობს, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს. ზეინაბ მორგოშია იმასაც აცხადებს, რომ მის ოჯახზე პოლიტიკური ზეწოლაა, რაც მერის წარმომადგენლის პოზიციიდან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას გათავისუფლებით დაიწყო. ოჯახში ფიქრობენ, რომ ალანია...
წინა სტატია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, წყლის ხარისხის გამო თბილისის მე-15 საბავშვო ბაღის დროებით დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წყლის სიმღვრივესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთანავე  მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი მოკვლევა ჩაატარეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „2 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია მე-15 ბაგა-ბაღში წყლის სიმღვრივესთან დაკავშირებით, რასაც კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა. ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენელი ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე გავიდა და შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია,...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ ახალი პროექტის - "თბილისის ცის ქვეშ" პრეზენტაცია გამართეს. ხუნწარიას თქმით, ეს პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და შექმნის კულტურის სხვადასხვა ადგილებს, სივრცეებს, ერთ პლატფორმაზე გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს ადამიანებს. როგორც უწყებაში გვპირდებიან, პროექტი ორიენტირებული იქნება მოსახლეობასა და ტურისტებზე.  "ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს კულტურის რეგიონული ცენტრი", - თქვა სოფო ხუნწარიამ. პროექტის ფარგლებში...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების რეკლამებში, გამოფენებში, შეჯიბრებაში და გასართობ ღონიძიებაში გამოყენების წესები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. ცხოველების მოვლა-პატრონობის და მართვის წესის მიხედვით, რომელიც მხოლოდ ძაღლებსა და კატებზე ვრცელდება, ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში დასაშვებია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში. ამასთან, ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური,...
კახეთის მუნიციპალიტეტები ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივ დონეზე მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. "პროექტი გულისხმობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, და არა გლობალურად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უფრო გაძლიერდნენ ადამიანები მუნიციპალიტეტის კარგად მუშაობის ხარჯზე. თუ მუნიციპალიტეტს სურს,...
წინა სტატია საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება. ამ ეტაპზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აღრიცხვის ჩატარება შემოფარგლულია მხოლოდ მართვის ორგანოების სამოქმედო არეალით, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის ორგანოებს არ აქვთ უფლება, განახორციელონ აღრიცხვა სხვა ფართობებზე. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის “საქართველოს ტყის კოდექსში“, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის ინიციატორის სულხან მახათაძის თქმით, ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია ქვეყნის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ