„მწვანე ალტერნატივა“ მთის გზების პროექტის სტრატეგიულ შეფასებას ითხოვს

945

წინა სტატია

არასამთავრობო „მწვანე ალტერნატივა“ მთის გზების პროექტის სტრატეგიულ შეფასებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.

ორგანიზაცია მოითხოვს, რომ შეფასდეს „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტი“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში მაღალმთიან რეგიონებში შემაერთებელი გზების მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია შემუშავდა.