დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ ახალი პროექტის – “თბილისის ცის ქვეშ” პრეზენტაცია გამართეს. ხუნწარიას თქმით, ეს პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და შექმნის კულტურის სხვადასხვა ადგილებს, სივრცეებს, ერთ პლატფორმაზე გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს ადამიანებს.
როგორც უწყებაში გვპირდებიან, პროექტი ორიენტირებული იქნება მოსახლეობასა და ტურისტებზე. “ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს კულტურის რეგიონული ცენტრი”, – თქვა სოფო ხუნწარიამ.
პროექტის ფარგლებში თბილისში კონცერტები, ფოტო და გრაფიტის ფესტივალები, აგრეთვე, თეატრალური დადგმები მოეწყობა. კახა კალაძის თქმით, ასეთი ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება.